Erasmus+ გაცვლითი პროგრამა უშაკის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)


უშაკის უნივერსიტეტი (Uşak University– UU) (უშაკი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26

უშაკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული ინფორმაცია, მათ შორის, საორიენტაციო გზამკვლევი სტუდენტებისთვის, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა უშაკის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ეკონომიკა, ბიზნესი, არქიტექტურა და ინჟინერია.


მსგავსი

მოგვწერეთ