Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
დეტალური ინფორმაცია ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, სარეგისტრაციო ბმული, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა თანამშრომელმა კი მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 20-24 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებაში თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეული 2026 – “ინტერნაციონალიზაცია 360°” (International Staff Week 2026 – “Internationalisation 360°”).
მსგავსი