Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26
დეტალური ინფორმაცია ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სწავლისა ან სტაჟირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მობილობის ხანგრძლივობა 105 დღეა.
მიმართულება: ელექტრონიკა და ავტომატიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, მშენებლობა, არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
მსგავსი