Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University – VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.03.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 25.03.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
ნომინირებულმა სტუდენტმა ონლაინაპლიკაცია უნდა გაიაროს 2026 წლის 17 აპრილამდე.
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
საკონტაქტო ელ.ფოსტა: erasmus@vdu.lt
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში, “ნულოვანი” გრანტით (ე.წ. “Zero” გრანტი).
მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები.
მსგავსი