Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – III საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა


Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მესამე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 12 თებერვალს, 11:00 საათზე – სტუდენტებისთვის და 16:00 საათზე – თანამშრომლებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex აპლიკაცია.

შეხვედრის ლინკი

https://meet70.webex.com/meet/pr25529246927


მსგავსი

მოგვწერეთ