ესთერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი – ეგერის საზაფხულო უნივერსიტეტი 2026


ესთერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი (Eszterházy Károly Catholic University) (ეგერი, უნგრეთი) აცხადებს მიღებას საზაფხულო უნივერსიტეტის ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებიც გაიმართება 2026 წლის 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით უნგრეთის ისტორიულ ქალაქ ეგერში.

პროგრამები ორგანიზებულია უნივერსიტეტის უცხოური ენების სწავლებისა და სერვისების ცენტრის მიერ და მიზნად ისახავს საერთაშორისო მონაწილეებისთვის უნგრული ენის, კულტურისა და ღვინის ტრადიციების სიღრმისეულ გაცნობას.

1) უნგრული ენისა და კულტურის საზაფხულო უნივერსიტეტი

პროგრამა წარმოადგენს ორკვირიან ინტენსიურ კურსს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები შეისწავლიან უნგრულ ენასა და კულტურას მაღალკვალიფიციური ლექტორების ხელმძღვანელობით, რომლებსაც საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. სასწავლო პროცესს თან ახლავს კულტურული ექსკურსიები და სოციალური ღონისძიებები, რაც ქმნის ეფექტურ და შთამაგონებელ სასწავლო გარემოს.

2) ღვინის კულტურისა და ღვინის გასტრონომიის საზაფხულო უნივერსიტეტი

პროგრამა განკუთვნილია ღვინის, გასტრონომიისა და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. კურსი აერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, მათ შორის, მევენახეობისა და მეღვინეობის საფუძვლებს, ეგერის ღვინის რეგიონის ისტორიის შესწავლას, ღვინის დეგუსტაციებს, ვენახების მონახულებასა და გასტრონომიულ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ ეგერი ცნობილია თავისი ბაროკოს არქიტექტურით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და მსოფლიოში აღიარებული ღვინის კულტურით.

სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Hungarian Diaspora Scholarship პროგრამის ფარგლებში სტიპენდიაზე ონლაინგანაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 თებერვალი, 17:00 საათი (ცენტრალური ევროპული დრო).

საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია სტიპენდიის გარეშეც. ასეთ შემთხვევაში, მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია ონლაინგანაცხადის ფორმის მეშვეობით:

უნგრული ენისა და კულტურის საზაფხულო უნივერსიტეტი

• საფასური: 775 ევრო

• რეგისტრაციის საფასური: 50 ევრო

• საფასური მოიცავს სწავლების, კულტურული პროგრამების, ექსკურსიებისა და შესაბამისი სამგზავრო ხარჯების დაფარვას

• ჩატარების ადგილი: EKCU – შენობა B, ეგერი, უნგრეთი

ღვინის კულტურისა და ღვინის გასტრონომიის საზაფხულო უნივერსიტეტი

• საფასური: 900 ევრო

• რეგისტრაციის საფასური: 50 ევრო

• საფასური მოიცავს სწავლების, ღვინის დეგუსტაციების, კულტურული პროგრამების, ექსკურსიებისა და შესაბამისი სამგზავრო ხარჯების დაფარვას

• ჩატარების ადგილი: EKCU – შენობა B, ეგერი, უნგრეთი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 31 მაისი

საკონტაქტო ელ.ფოსტა: meszaros.akos@uni-eszterhazy.hu


მსგავსი

მოგვწერეთ