ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი – IMBA საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში


ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College of Enterprise and Administration in Lublin – WSPA) (ლუბლინი, პოლონეთი) სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში IMBA – International Master of Business Administration.

სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს ონლაინფორმატში, მომხმარებელზე ორიენტირებული თანამედროვე საგანმანათლებლო პლატფორმის საშუალებით. შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი დონის განათლება სრულფასოვანი სასწავლო კლასების გავლით, მიუხედავად მათი ფიზიკური ადგილდმდებარეობისა.

სასწავლო კურსები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ვებგვერდზე.


მსგავსი

მოგვწერეთ