MULgrains სტიპენდიების პროგრამა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მეორედ)
ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტი (Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია)განმეორებით აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.12.2025
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 10.12.25
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.12.25
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 5-5 თვით.
პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას 2479 ევროს ოდენობით, საცხოვრებელ ხარჯებს, კვებას – ყოველთვიური ვაუჩერი 60 ევროს ოდენობით.
სტუდენტი ვალდებულია წარმატრებით გაიაროს შესაბამისი აკადემიური პროგრამა. რომელიც მოიცავს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის შესრულებას.
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.
კონტაქტისთვის:
პროფ. გიორგი ხეცურიანი,
ელ.ფოსტა: g.khetsuriani.gtu@gmail.com
მსგავსი