ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეექვსე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 9 თებერვალს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის – 14:00 საათზე, ხოლო მეშვიდე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება სამშაბათს, 10 თებერვალს, 11:00 საათზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას გაცვლითი პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.
მსგავსი