საერთაშორისო კონფერენცია მექანიკისა და მათემატიკის თანამედროვე ამოცანების თემაზე – MPMMA 2024


2024 წლის 19021 ივნისს აზერბაიჯანში, ბაქოში, ტარდება საერთაშორისო კონფერენცია მექანიკისა და მათემატიკის თანამედროვე ამოცანების თემაზე (International Conference on Modern Problems of Mathematics, Mechanics and their Applications – MPMMA 2024). ღონისძიება აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტისა (Azerbaijan University of Architecture and Construction) და თურქეთის სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (Istanbul Technical University) ორგანიზებით გაიმართება.

იგეგმება ფორუმი, სადაც უნივერსიტეტებისა და აკადემიური გარემოს მკვლევრები ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს მათემატიკის, მექანიკის თანამედროვე ამოცანებისა და მათი გამოყენების შესახებ და განიხილავენ ბოლოდროინდელ მიღწევებს. პლენარული გამოსვლის დრო იქნება 45 წუთი.

სამდღიანი კონფერენციის პროგრამა მოიცავს მოწვეული მომხსენებლების ლექციებს, დისკუსიებსა და საინტერესო კულტურულ პროგრამას.

საორგანიზაციო კომიტეტი მონაწილეებს სთავაზობს შემდეგ ჟურნალებს:

1) მათემატიკური მეთოდები გამოყენებით მეცნიერებებში. Mathematical Methods in the Applied Sciences (WoS)

2) ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები. Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (ESCI, Scopus)

3) ტრანზაქციების პრობლემების მათემატიკა. აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ფიზიკურ-ტექნიკური და მათემატიკური მეცნიერებების სერია. Transactions Issue Mathematics, National Academy of Sciences of Azerbaijan, Series of Physical-Technical and Mathematical Sciences (Scopus)

4) მათემატიკისა და მექანიკის ინსტიტუტის შრომები. Proceedings of the Institute of Mathematics and Mechanics (ESCI, Scopus)

5) გამოყენებითი და გამოთვლითი მეცნიერებების ჟურნალი. Journal of Applied and Computational Sciences (JOFACS)

6) აზერბაიჯანის მათემატიკის ჟურნალი. Azerbaijan Journal of Mathematics (ESCI, Scopus)

7) მიღწევები მათემატიკური მეცნიერებებისა და აპლიკაციების სფეროში. Advances in Mathematical Sciences and Applications (ESCI, Scopus)

კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, უცხოელები კი მონაწილეობას ონლაინრეჟიმში მიიღებენ.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 26 მარტამდე. აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადაა 15 მაისი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ. +994706700801

ელ.ფოსტა: mpmmaconference@gmail.com

პერსონალური კონტაქტისთვის:

აქბარლი რეიჰანი (Akbarli Reyhan)

ელ.ფოსტა: reyhan.akbarli@azmiu.edu.az


მსგავსი

მოგვწერეთ