სამუშაო შეხვედრები ტუშის უნივერსიტეტში


2026 წლის 8-12 ივნისს ტუშის უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ვიტერბო, იტალია) ატარებს სამუშაო შეხვედრებს ორმაგი სადიპლომო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში იტალიური უნივერსიტეტის კოორიდინირებით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის 5 სტუდენტი უკვე ახორციელებს მობილობას ტუშის უნივერსიტეტში.

დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის იმპლემენტაციაში ჩართული პირები როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული მიმართულებით.


მსგავსი

მოგვწერეთ