სიბიუს ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტი – XII თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეული


2026 წლის 11-15 მაისს სიბიუს ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტი (Lucian Blaga University of Sibiu) (სიბიუ, რუმინეთი) ატარებს XII თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულს (iWeek 2026).

კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

თემები:

• ხელოვნური ინტელექტი და ახალი ტექნოლოგიები უმაღლეს განათლებაში,

• უნივერსიტეტების სოციალური გავლენა და საზოგადოების ჩართულობა,

• მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა აკადემიურ გარემოში,

• აკადემიური მობილურობა და თანამშრომლობა ცვალებად გლობალურ კონტექსტში,

• მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება უმაღლეს განათლებაში,

• ღია მეცნიერება, კვლევის მთლიანობა და აკადემიური ეთიკა,

• დისციპლინურშორისი თანამშრომლობა და ცოდნის გადაცემა.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებლა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საერთაშორისო კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


მსგავსი

მოგვწერეთ