სტუდენტური საზაფხულო პროგრამა შვეიცარიაში 2026


2026 წლის 13 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით შვეიცარიაში იგეგმება სტუდენტური საზაფხულო პროგრამა ნაწილაკების ფიზიკაში. განაცხადის შეტანა შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

პროგრამა ორგანიზებულია ციურიხის ETH-ის, ციურიხის უნივერსიტეტის (University of Zürich), EPFL-ის, ჟენევის უნივერსიტეტისა (University of Geneva) და ბერნის უნივერსიტეტის (University of Bern) ნაწილაკების ფიზიკის ჯგუფების მიერ. ღონისძიების მხარდამჭერია შვეიცარიის ნაწილაკების ფიზიკის ინსტიტუტი (CHIPP) და შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემია (SCNAT).

პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ დეტექტორის შემუშავებაზე ან ჩაატარონ მონაცემთა ანალიზი ნაწილაკების ფიზიკაში. შერჩეული სტუდენტები წვლილს შეიტანენ სხვადასხვა დეტექტორის განახლებაში და/ან მონაცემების ანალიზში მანქანური სწავლების ტექნიკის გამოყენებით. სტუდენტები ცხრა კვირას გაატარებენ ციურიხის ETH-ში, ციურიხის უნივერსიტეტში, ბერნის უნივერსიტეტში (შესაძლოა FERMILAB), EPFL-სა და ჟენევის უნივერსიტეტში.

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 20 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


მსგავსი

მოგვწერეთ