ტირგუ ჟიუს კონსტანტინე ბრინკუშის სახელობის უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი “ეკონომიკური კვლევების ჰორიზონტები გლობალურ კონტექსტში”
ტირგუ ჟიუს კონსტანტინე ბრინკუშის სახელობის უნივერსიტეტის („Constantin Brâncuși” University of Târgu Jiu) (ტირგუ ჟიუ, რუმინეთი) ეკონომიკის მეცნიერებათა სადოქტორო სკოლა 2026 წლის 16 მაისს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს “ეკონომიკური კვლევების ჰორიზონტები გლობალურ კონტექსტში” (Horizons of Economic Research in a Global Context).
სიმპოზიუმი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.
საერთაშორისო სიმპოზიუმის მიზანია, დოქტორანტ სტუდენტებს, ახალგარზდა მკვლევრებსა და ექსპერტებს მისცეს შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება და კვლევის შედეგები, გაცვალონ თავიანთი იდეები ისეთ უმთავრეს ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და განვითარებადი საზოგადოებრივი პოლიტიკა.
დეტალური ინფორმაცია ღონისძიებისა და მასში მონაწილეობის დეტალების შესახებ, იხილეთ სიმპოზიუმის ვებგვერდზე.
საკონტაქტო:
პროფ. ანიელა ბელეჩუსკუ (Aniela Bălăcescu)
ეკონომისი მეცნიერებათა სადოქტორო სკოლის დირექტორი
ელ.ფოსტა: aniela.balacescu@e-ucb.ro
მსგავსი