Türkiye Bursları თურქეთის სტიპენდიების პროგრამები 2026
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა “თურქეთის სტიპენდიების” (Türkiye Bursları) პროგრამის ფარგლებში გამოყოფს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიებს 2026 წლისათვის.
განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე Türkiye Scholarships Application System ონლაინპლატფორმის მეშვეობით.
პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველთათვის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პროცედურებსა და საცხოვრებელით უზრუნველყოფას; სწავლის საფასურის, თურქული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას და ყოველვიური სტიპენდიის მინიჭებას; ჯანმრთელობის დაზღვევისა და თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
საკონტაქტო ელ.ფოსტა: umut.oncel@ytb.gov.tr
მსგავსი