თურქმენეთის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტი – მათემატიკის ღია ოლიმპიადა სტუდენტებისთვის OMOUS-2026


თურქმენეთის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტი (International University for the Humanities and Development), 2026 წლის 23-28 მარტს, მასპინძლობს მათემატიკის ღია ოლიმპიადას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის (OMOUS-2026).

ოლიმპიადის ოფიციალური ენებია თურქმენული და ინგლისური.

ოლიმპიადა ჩატარდება ინდივიდუალური და გუნდური შეჯიბრის სახით.

ინდივიდუალური კონკურსი ჩატარდება ორ კატეგორიად – A და B.

  • პირველი (A) განკუთვნილია მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის.
  • მეორე (B) კატეგორია განკუთვნილია სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებისთვის.

ჯგუფურ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არაუმეტეს 4 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს. ჯგუფი შეიძლება დაკომპლექტებული იყოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერაც.

მგზავრობის, განთავსებისა და საარსებო ხარჯებს ფარავს თავად მონაწილე სტუდენტი. ოლიმპიადის განრიგის სანახავად იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

ინდივიდუალური/გუნდური რეგისტრაცია შესაძლებელია 10 მარტამდე.

დეტალური ინფორმაცია მათემატიკის ღია ოლიმპიადასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.


მსგავსი

მოგვწერეთ