ვეხტის უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მდგრადი ტრანსფორმაციების სამართლიანობის განზომილებები სოფლად”


2026 წლის 8-9 ივლისს ვეხტის უნივერსიტეტში (University of Vechta) (ვეხტა, გერმანია) გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – “მდგრადი ტრანსფორმაციების სამართლიანობის განზომილებები სოფლად” (“Justice Dimensions of Sustainability Transformations in Rural Areas”).

კონფერენცია ეძღვნება მდგრადობის ტრანსფორმაციების სამართლიანობის განზომილებებს, მათ შორის სოციალურ, სივრცით, ეკონომიკურ და გენდერულ ასპექტებს, განსაკუთრებული ფოკუსით სოფელზე.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ აბსტრაქტების (დაახლოებით 300 სიტყვა) გაგზავნა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე. აბსტრაქტები და პრეზენტაციები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. მასალის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: judith-maria.maruschke@uni-vechta.de

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

• ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაცია, ენერგიის ხელმისაწვდომობა და ურბანულ-რეგიონული ურთიერთობები;

• სივრცითი სამართლიანობა და სოციალური პირობები;

• სოციალურ-ტექნიკური გადასვლების სამართლიანობის ასპექტები;

• გარემოსდაცვითი პოლიტიკა და გლობალური ჩრდილოეთისა და სამხრეთის ურთიერთობები;

• გენდერული სამართლიანობა ტრანსფორმაციის პროცესებში;

• რისკები და რისკების აღქმა ტრანსფორმაციის პროცესებში და სხვა თემები.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2026 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია: judith-maria.maruschke@uni-vechta.de


მსგავსი

მოგვწერეთ