ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (XVI, XVII)


2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მეთექვსმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 16 მარტს, 11:00 საათზე, თანამშრომლებისთვის – 14:00 საათზე, ხოლო მეჩვიდმეტე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება სამშაბათს, 17 მარტს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას გაცვლითი პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.


მსგავსი

მოგვწერეთ