საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – XV საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეთხუთმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 25 მარტს, 15:00 საათზე.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023/2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (VIII საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) (ანკარა,თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს მერვე საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის, რომელიც გაიმართება 2024 წლის 13-17 მაისს - Erasmus+ ICM Staff Week.
DAAD გაცვლითი პროგრამა ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი
ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Heilbronn University of Applied Sciences) (ჰეილბრონი, გერმანია) DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის ("Ostpartnerschaften“) ფარგლებში აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 2024/25 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (5 თვით).
სასტიპენდიო პროგრამა მეცნიერი ქალებისთვის
საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოს მოქალაქე მეცნიერ ქალებს სთავაზობენ მონაწილეობას კვლევით სასტიპენდიო პროგრამაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
კოიმბრას ჯგუფი – სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის 2024/25 სასწავლო წელი
კოიმბრას ჯგუფი (Coimbra Group) აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება მისცეს, 1-3 თვის განმავლობაში ჩაატარონ კვლევა იმ თემებზე, რომლებზედაც ისინი მუშაობენ თავიანთ ქვეყნებში და დაეხმარონ მათ ევროპაში აკადემიური კონტაქტების დამყარებაში.
სტუდენტთა საერთაშორისო კვირეული ბელგრადში 2024
2024 წლის 2-10 აგვისტოს სერბეთში იგეგმება სტუდენტური ღონისძიება - „სტუდენტთა საერთაშორისო კვირეული ბელგრადში 2024“ (International Student Week in Belgrade - ISWiB 2024). რიგით მეჩვიდმეტე საერთაშორისო კვირეულის თემაა ინიციატივა და კრეატიულობა, სლოგანით „იპოვე ნაპერწკალი, დატოვე შენი კვალი“. სსმ პირებისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.