საერთაშორისო სიახლეები
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში – 2024/25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ლაკვილის უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
საერთაშორისო ინგლისური ენის ოლიმპიადა 2024 იორდანიაში
2024 წლის 5-7 დეკემბერს, იორდანიის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს მიერ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში უნივერსიტეტებისათვის დაგეგმილია საერთაშორისო ინგლისური ენისოლიმპიადა 2024.
ერაყის სასტიპენდიო პროგრამები “ისწავლე ერაყში” – 2024-25 აკადემიური წელი
ერაყის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრო, სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს "ისწავლე ერაყში" (Study in Iraq”), ერაყის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად, 2024-2025 აკადემიური წლისათვის.
DAAD – საზაფხულო სკოლა “ტრანსკულტურული სწავლა სამხრეთ კავკასიაში – თანამშრომლობის მომხიბვლელობა”
2024 წლის 15-23 ივნისს თბილისში, საქართველოში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელშეწყობით გაიმართება საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის "ტრანსკულტურული სწავლა სამხრეთ კავკასიაში - თანამშრომლობის მომხიბვლელობა". ვორქშოპში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
DAAD – სამეცნიერო სლემი “Falling Walls Labs 2024”
2024 წლის 21 ივნისს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში ორგანიზებას უკეთებს სამეცნიერო სლემს "Falling Walls Labs 2024", რომელიც ფაბრიკაში გაიმართება.
აზიის ახალგაზრდა ლიდერების ელიტარული პროგრამა 2024 – AYLEP
აზიის ახალგაზრდა ლიდერების ელიტარული პროგრამა 2024 (საზაფხულო კურსი) (Asian Youth Leaders Elite Program 2024 - AYLEP) აცხადებს აპლოკაციების მიღებას პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის, მიმდინარე წლის 15 ივნისამდე.