ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა სტუდენტებისთვის 2024

2024 წლის 1-12 ივლისს ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Applied Sciences in Nysa - UAS in Nysa) (ნისა, პოლონეთი) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო საზაფხულო პროგრამას სტუდენტებისთვის.

25

საჯარო ლექცია “კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდებით”

2024 წლის 15 მაისს, 17:00 სთ., ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (107-ე აუდიტორია) ჩატარდება საჯარო ლექცია: "კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდებით". საჯარო ლექციას წაიკითხავს საფრანგეთის პარიზ-საკლეს უნივერსიტეტისა (Université Paris-Saclay) და CNRS-ის ორსეს მოლეკულური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი სანდრინ ლაკომბი (Sandrine LACOMBE).

27

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლისათვის.

28

Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომლის აკადემიური მობილობა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში

2024 წლის 22-26 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ნინო ქავთარაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა), სადაც მონაწილეობა მიიღო პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტს მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ პროფ. ნინო ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში:

27

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში – II საერთაშორისო კვირეული თანამშომლებისთვის

2024 წლის 20-24 მაისს ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Politehnica University Timișoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი), სართაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, ტარდება Erasmus+ პროგრამის მე-2 საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის „სინერგია აკადემიურ წრეებში: ალიანსების შექმნა, კულტურათშორისი კავშირების დამყარება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“.  

35

Erasmus+ ანგარიში – სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის ადმინისტრაციული მობილობა ფატიჰ სულთან მეჰმეთ ვაკიფის უნივერსიტეტში

თურქმა მასპინძლებმა ქართველ კოლეგას დაათვალიერებინეს თავიანთი უნივერსიტეტის ძირითადი კამპუსი, მისი თანამდროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და აუდიტორიები საინჟინრო, არქიტექტურისა და დიზაინის, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების, სამართლის ფაკულტეტებზე.

26
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?