საერთაშორისო სიახლეები
ADA უნივერსიტეტი – სასტიპენდიო პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, 2024/25 სასწავლო წელი
ADA უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი) „სუამის“ წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის აცხადებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სასტიპენდიო პროგრამებს შემდეგ მიმართულებებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის მართვა, სოფლის მეურნეობა, დიზაინი და არქიტექტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინჟინერია, 2024/25 სასწავლო წლისათვის.
ევროპის კოლეჯი ნატოლინში – სასტიპენდიო პროგრამა ევროპის პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
ევროპის კოლეჯი ნატოლინში (College of Europe in Natolin) (ნატოლინი, პოლონეთი) აცხადებს 8 თვიან, სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას (Natolin Fellowship Programme) 35 წლამდე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპის პოლიტიკით.
Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – XX საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეოცე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 29 აპრილს, 11:00 საათზე.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)
ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava - VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
DAAD გაცვლითი პროგრამა ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (განმეორებით კონკურსი სტუდენტებისთვის)
ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Heilbronn University of Applied Sciences) (ჰეილბრონი, გერმანია) DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის ("Ostpartnerschaften“) ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 2024/25 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (5 თვით).
Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – XIX საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეცხრამეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 22 აპრილს, 11:00 საათზე.