საერთაშორისო სიახლეები
ERASMUS+ – სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ასოც. პროფ. ტაბატაძის აკადემიური მობილობა კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
2024 წლის 15-19 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ასოც. პროფ. ანა ტაბატაძემ Erasmus+ აკადემიური მობილობით მონაწილობა მიიღო პროექტის კოორდინატორ კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ ასოც. პროფ. ანა ტაბატაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში:
კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფ. იოლანტა ბიეგანსკას კვლევითი სტაჟირება სტუ-ს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე
2024 წლის 9-29 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კვლევითი სტაჟირების ფარგლებში სტუმრობდა სტუ-ს პარტნიორი კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ენერგეტიკისა და საწვავის ფაკულტეტის პროფესორი იოლანტა ბიეგანსკა (Jolanta Biegańska).
Erasmus+ – სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის წარმატებული მობილობა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი მარიამ ცოციაშვილი, 2023-2024 წლის საშემოდგომო სემესტრში, Erasmus+ პროექტის ფარგლებში მობილობით (საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით) იმყოფებოდა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Middle East Technical University - METU) (ანკარა, თურქეთი). იხილეთ მარიამ ცოციაშვილის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში
Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის – XV საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეთხუთმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 25 მარტს, 15:00 საათზე.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2023/2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (VIII საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) (ანკარა,თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორგანიზებას უკეთებს მერვე საერთაშორისო კვირეულს თანამშრომლებისთვის, რომელიც გაიმართება 2024 წლის 13-17 მაისს - Erasmus+ ICM Staff Week.
DAAD გაცვლითი პროგრამა ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი
ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Heilbronn University of Applied Sciences) (ჰეილბრონი, გერმანია) DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის ("Ostpartnerschaften“) ფარგლებში აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 2024/25 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (5 თვით).