პროექტის მოკლე აღწერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევა მიმართულია ონკოქირურგიაში ინფრაწითელი ვიზუალიზაციის ახალი მეთოდის შემუშავებისკენ.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ბესარიონ ფარცვანია
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-22-195

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
01/09/2026 – 01/09/2026
ბიუჯეტი
186635.8

კვლევის ანოტაცია

მამაკაცებში პროსტატის კიბოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა მეორე ადგილზეა მსოფლიოში ფილტვების კიბოს შემდეგ. თირკმლის კიბო მე-6 ადგილს იკავებს მამაკაცებში კიბოთი დაავადებებს შორის. ორივე შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ქირურგიული ოპერაცია, რომლის შემდეგაც აუცილებელია პოსტოპერაციული მართვა ნაოპერაციები მასალის ჰისტო-მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

პროსტატის კიბოზე ოპერირებული პაციენტების 30–40%-ს უვითარდება ლოკალური რეციდივი, რაც დაკავშირებულია არსებული დიაგნოსტიკური მეთოდების არასრულყოფილებასთან — პრაქტიკაში იშვიათად ხდება მთლიანი ამოკვეთილი ორგანოს სრული მიკროსკოპული გამოკვლევა, ტარდება მხოლოდ ნაწილობრივი შერჩევა, რაც რეციდივების მაღალი პროცენტის ერთ-ერთი მიზეზია.

თირკმლის ნაწილობრივი ნეფრექტომიის შემთხვევაშიც არსებობს რეციდივის რისკი — შესაძლოა თირკმლის სარეცელში დარჩეს სიმსივნის ამოუჭრელი ნაწილი.

სიახლე

დამუშავდება ახალი ინფრაწითელი ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც გამოავლენს კიბოს სხვადასხვა აგრესიულობის უბნებს მთლიანი პროსტატის გამოსახულებაზე (გლისონის ქულებთან შესაბამისობით), ასევე ინტრაოპერაციულად, რამდენიმე წუთში, ზუსტად დაადგენს კიბოვანი წარმონაქმნის საზღვრებს თირკმლის ნაწილობრივი ნეფრექტომიისას.

კვლევის შედეგი

პროსტატის კიბოს შემთხვევაში — საშუალებას მისცემს მკვლევრებს, მთლიანი ამოკვეთილი პროსტატის ინფრაწითელ გამოსახულებაზე გამოავლინონ სხვადასხვა აგრესიულობის მქონე კიბოვანი უბნები და მათი შესაბამისობა გლისონის ქულათა სისტემასთან. მეთოდი გამორჩეული უნდა იყოს არსებულ პრაქტიკასთან შედარებით სიზუსტით, სისწრაფითა და სიმარტივით.

თირკმლის კიბოს შემთხვევაში — მიზნად ისახავს საიმედო მეთოდის შემუშავებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ინტრაოპერაციულად (ოპერაციის მიმდინარეობისას) კიბოვანი წარმონაქმნის საზღვრების ზუსტი დადგენა — მხოლოდ რამდენიმე წუთში. ეს ქირურგს მისცემდა საშუალებას საჭიროების შემთხვევაში დამატებით ამოჭრას პორცია და მიღწეულ იქნას ე.წ. ნეგატიური ქირურგიული საზღვრები.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?