საერთაშორისო პროექტები
საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ინტეგრაციას საერთაშორისო კვლევით ქსელებში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას პარტნიორებთან, ინოვაციური კვლევების განხორციელებას და აკადემიური თუტექნოლოგიური განვითარების უწყვეტობას.
PRINTeL
პროექტი PRINTeL - “ცვლილებები საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელის შეწყობა სტუდენტის სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” – მიზნად ისახავს სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას სომხეთის, საქართველოსა და ბელარუსიის პარტნიორ უნივერსიტეტებში.
ვრცლადHERD
პროექტი HERD - “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” – ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით. HERD პროექტის ძირითადი მიზანია პროექტის წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე.
ვრცლადVitaGLOBAL
პროექტი VitaGLOBAL – “გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებსა და მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობი” – ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.
ვრცლადLISS24
პროექტი LISS24, წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის, პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით.
ვრცლად