ბიბლიოთეკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა  უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს, კერძოდ, დაცულია მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეების ტექნიკური, საინჟინრო და ჰუმანიტარული სპეციალობის ქართული, ევროპული და ამერიკული გამოცემები.

ელექტრონული წიგნები

„L წიგნები“ წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკის განყოფილებას, რომელიც მოიცავს ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებების თანამედროვე ელექტრონულ ლიტერატურას. გვერდზე თავმოყრილია უახლესი გამოცემები, სასწავლო მასალები და სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და მკვლევრებისთვის.

იხილეთ ვრცლად

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება 25 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ჩართულია 400-ზე მეტი სტუდენტი. უნივერსიტეტს აქვს ორი ფილიალი, ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი და დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს რამდენიმე ლაბორატორია შესაბამისი აღჭურვილობით. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA GEORGIA) დაფინანსებით და BP საქართველოსთან პარტნიორობით ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დღესაც ხორციელდება და ხელს უწყობს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

Placeholder

ბირთვული ინჟინერიის ცენტრი

ხელმძღვანელი ბესიკ კეკელია
დაარსების თარიღი 08/04/2010
სხდომის ნომერი 157/03
სტრუქტურა საუნივერსიტეტო
ელ-ფოსტა bkekelia@cern.ch
სტატუსი აქტიური
Placeholder

ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი „ერთად“

ხელმძღვანელი მერაბ ახობაძე
დაარსების თარიღი 22/02/2011
სხდომის ნომერი 118/03
სტრუქტურა საუნივერსიტეტო
ელ-ფოსტა centri.ertad@gmail.com
სტატუსი აქტიური
Placeholder

„ანალიზხელსაწყო“

ხელმძღვანელი თამაზ ძაგანია
დაარსების თარიღი 19/05/2015
სხდომის ნომერი 494/03
სტრუქტურა საუნივერსიტეტო
სტატუსი აქტიური
Placeholder

ინტერდისციპლინური სასწავლო-კვლევითი ცენტრი „სახელმწიფო სამართალი, პოლიტიკა და კულტურა“

ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი
დაარსების თარიღი 19/05/2017
სხდომის ნომერი 540/03
სტრუქტურა საუნივერსიტეტო
სტატუსი აქტიური

ლაბორატორიები

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA GEORGIA) დაფინანსებით და BP საქართველოსთან პარტნიორობით ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დღესაც ხორციელდება და ხელს უწყობს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

იხილეთ ვრცლად
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?