რატომ საქართველო
ყოველწლიურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების რიცხვი მკვეთრად იზრდება. რამდენიმე ათეული წელია საქართველო, უცხოელებისთვის სასწავლებლად მიმზიდველი ქვეყანაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტი, თუ რატომ ირჩევენ უცხოელები სასწავლებლად საქართველოს, უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის სტატუსია.
მათ სტუ-ის ადმინისტრაცია ინგლისურ და რუსულენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში უცხოელებისთვის მოქმედებს ქართული ენის შემსწავლელი სპეციალური პროგრამა, რასაც სტუდეტები წარმატებით ეუფლებიან.
უცხოელებისთვის საქართველოში პროფესიის დაუფლების სურვილის ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი, სწავლის დაბალ საფასურს ენიჭება. გარდა ამისა, საერთაშორისო სტუდენტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სტუ-ის მაღალკვალიფიციურ აკადემიური პერსონალს, თანამედროვე ლაბორატორიებს და სწავლაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.
სწავლის პარალელურად, უცხოელი სტუდეტებისთვის საქართველო, გეოგრაფიული მდებარეობით მოგზაურობისთვის საუცხოო და განსაკუთრებულია. უცხოელებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, წელიწადის ნებისმიერ დროს საქართველოს ზომიერი კლიმატი. ზამთრის სეზონზე სათხილამურო კურორტების მრავლფეროვნება, ზაფხულში კი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი და იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობითი ძეგლები, უძველესი მღვიმეები, უძველესი ისტორია, მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები, ქართული ტრადიციული სამზარეულო და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა.
ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, უნიკალურობისა და მრავალფეროვნების ერთობლიობაა. საქართველოს დედაქალაქის სახელს უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ნავთობის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია.
საქართველოს ისტორია უძველესია, მსოფლიოში ყველაზე ძველი ჰომინიდური ნაშთები, 1,8 მილიონ წელზე მეტი ხნის, თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქ დმანისში აღმოაჩინეს.