ხის მხატვრული დამუშავება
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ხის მხატვრულ დამუშავებაში
პროგრამის მიზანი: ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადებს ხის მხატვრული დამუშავების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის დაზიანებული ავეჯის აღდგენა.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 86 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 58 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 116 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 80 კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს: ავეჯის დამამზადებელ საწარმოში, ხის მხატვრულ/დეკორატიული ნაკეთობების დამამზადებელ სალონებში, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვადასხვა ინტერიერის აქსესუარების დამამზადებელ სახელოსნოში, ხის წნული ნივთების დამამზადებელ სახელოსნოში, ასევე შეუძლია იყოს თვითდასაქმებული/ინდივიდუალური მეწარმე.
- ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 16.29.0 ხის სხვა პროდუქტების წარმოება; ნაკეთობების წარმოება კორპის, ჩალის და წნული მასალებისაგან; 31.01.0ავეჯის წარმოება დაწესებულებების და მაღაზიებისათვის; 31.02.0 სამზარეულო ავეჯის წარმოება; 31.09.0 სხვა ავეჯის წარმოება
- ISCO კოდი – 7317 ხეზე, მოწნულ ნაწარმსა და მსგავს მასალებზე ხეზე მომუშავე ოსტატები; 7522 საოფისე ავეჯის დამამზადებელი და მონათესავეპროფესიების მუშები.
პროგრამის ხელმძღვანელი: რამაზი ტყემალაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადებს ხის მხატვრული დამუშავების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის დაზიანებული ავეჯის აღდგენა.
მიღება
კონტაქტი