მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მექანიკაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც მექანიკისა და ლითონის დამუშავების სფეროსთვის, წინამდებარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მეკანიკის ინჟინერიის ტექნიკოსების მომზადებას, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ტექნიკური სისტემის – მანქანის, მექანიკური მოწყობილობის და მექანიზმების დაპროექტებაში, დამზადებაში, მომსახურებაში, სერვისსა და რემონტში.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 120 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 80 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 150 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 100 კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მექანიკაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელი შესაძლებელია დასაქმდეს მანქანათსაშენ საწარმოებში, აგრეთვე ისეთი დარგების საწარმოებში როგორიცაა: კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ტრანსპორტი, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გადამუშავება, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგებში, რომელთა საწარმოო პროცესებში გამოყენებულია მანქანა – დანადგარები. აგრეთვე, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსს გააჩნია სამანქანათმშენებლო მიმართულებით თვითდასაქმების შესაძლებლობა.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 25.62.0; 25.73; 25.9; 25.94.0; 25.99.0; 28.1; 28.11; 28.22; 28.24; 33.1
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7222; 7223; 7224
პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა ბაქრაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც მექანიკისა და ლითონის დამუშავების სფეროსთვის, წინამდებარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მეკანიკის ინჟინერიის ტექნიკოსების მომზადებას, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ტექნიკური სისტემის – მანქანის, მექანიკური მოწყობილობის და მექანიზმების დაპროექტებაში, დამზადებაში, მომსახურებაში, სერვისსა და რემონტში.
მიღება
კონტაქტი