საბაჟო საქმე
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში
პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა რომელიც საბაჟო სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრს. კერძოდ, პროგრამის მიზანია საბაჟო საქმის სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს განახორციელოს საბაჟო საზღვრის კვეთასთან, საქონლის საბაჟო გაფორმებასთან, საბაჟო ზედამხედველობასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან, ასევე საბაჟო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ამოცანები. პროგრამის მოზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფთხოების ნორმების დაცვით. სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 93 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 66 კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 123 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 88 კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: საბაჟო საქმეში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო (სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი), ისე კერძო სექტორში (საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიები, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები). საჯარო სექტორში ის შეიძლება დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების საბაჟო ოფიცრად, ხოლო კერძო სექტორში – საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად. ეს ფუნქციები შესაძლოა შერწყმულ იყოს ლოგისტიკის სპეციალისტის, საბაჟო ტერმინალის მომსახურების განყოფილების სპეციალისტების ფუნქციებთან.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 52.29.1, 84.11.
- დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3351
პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო თოფურია
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
პროფესიული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა რომელიც საბაჟო სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრს. კერძოდ, პროგრამის მიზანია საბაჟო საქმის სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს განახორციელოს საბაჟო საზღვრის კვეთასთან, საქონლის საბაჟო გაფორმებასთან, საბაჟო ზედამხედველობასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან, ასევე საბაჟო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ამოცანები. პროგრამის მოზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფთხოების ნორმების დაცვით. სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
მიღება
კონტაქტი