საშენი მასალების ხარისხის კონტროლი
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საშენი მასალების ხარისხის კონტროლში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 90 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 70 სასწავლო კვირა
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
- მოცულობა: 120 კრედიტი
- ხანგრძლივობა: 92 სასწავლო კვირა
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: საშენი მასალების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო, სამრეწველო და ჰიდროტექნიკურ მშენებლობაზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობისა და საავტომობილო გზების მშენებლობასთან, მათ რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან და რეაბილიტაციასთან.
- ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 41.20.0 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა
- ISCO კოდი: 3112 სამოქალაქო ინჟინერიის ტექნიკოსი
პროგრამის ხელმძღვანელი: დალი გოცაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ. №68
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
მიღება
კონტაქტი