ტვირთების ექსპედირება

Placeholder
სწავლების ენა
ქართული
ლოკაცია
თბილისი

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ტვირთების ექსპედირებაში

პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სატვირთო გადაზიდვების სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება სატრანსპორტო დოკუმენტაციის შევსება; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა; ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა; გუნდური მუშაობა; გადაზიდვების ზედამხედველობა, მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის გაფორმება; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ორგანიზება და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 90 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 64 სასწავლო კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 120 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 86 სასწავლო კვირა

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;

დასაქმების შესაძლებლობები: დასაქმების შესაძლებლობებია: ტვირთების გადამზიდავი ექსპედიტორული და სატრანსპორტო – ლოგისტიკური ფირმები, საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოები, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ასოციაციები, სატრანსპორტო და საექსპედიციო ფირმები, სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკური კომპლექსები, სავაჭრო-შემსყიდველი და საშუამავლო ფირმები, მზა პროდუქციის მსხვილი სადისტრიბუტორო ფირმები, გამანაწილებელი და ლოგისტიკური ცენტრები, საბაჟო ტერმინალური კომპლექსები, საშუამავლო ფირმები.

  • ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 49.41.0 სატვირთო საგზაო ტრანსპორტი; 49.42.0 გადაზიდვის მომსახურება; 51.21.0 საჰაერო სატვირთო ტრანსპორტი;
  • ISCO კოდი: 4323 ტრანსპორტირების სპეციალისტები

პროგრამის ხელმძღვანელი: ნათია ბუთხუზი

პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი მ. კოსტავას ქ. №68

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სატვირთო გადაზიდვების სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება სატრანსპორტო დოკუმენტაციის შევსება; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა; ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა; გუნდური მუშაობა; გადაზიდვების ზედამხედველობა, მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის გაფორმება; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ორგანიზება და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

მიღება

კონტაქტი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?