საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონიდან პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დეტექტორების კვლევებისა და განვითარების ახალი კოლაბორაციის (DRD1) წევრი გახდა.
საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისთვის აღნიშნული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტსა და CERN-ს შორის DRD1 (Detector Research and Development 1) კოლაბორაციის თაობაზე ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით იქნა გამყარებული.
დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის სამეცნიერო კვლევებისა და კომპიუტინგის დირექტორმა, პროფესორმა გოტიე დე მონშენომ (Gautier Hamel de Monchenault) მოაწერეს ხელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი მეცნიერთა ჯგუფი წარმატებით ახორციელებენ ურთულეს ამოცანებს CERN-ის წამყვან ექსპერიმენტებში, როგორიცაა: CMS, ATLAS და SHIP. ექსპერიმენტების მოთხოვნების შესაბამისად, დეტექტორების ტექნოლოგიების დახვეწა, მათი პარამეტრების გაუმჯობესება და განვითარება-განახლება მუდმივად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 2023 წლის 6 დეკემბერს CERN-ის კვლევითმა საბჭომ დეტექტორების კვლევებისა და განვითარების კოლაბორაცია დაამტკიცა.
ახალი DRD1 კოლაბორაციის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას ქვეყნის სამეცნიერო სივრცეში მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორი განმარტავს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ახალი DRD1 კოლაბორაცია გაზის დეტექტორების, კალორიმეტრებისა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიების გაუმჯობესება-განვითარებას ითვალისწინებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ახალ DRD1 კოლაბორაციაში ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქართული სამეცნიერო სკოლა, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკოსთა და ინჟინერთა გუნდი, სრულად შეესაბამება თანამედროვე ფუნდამენტური კვლევების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქტიურად მონაწილეობს გლობალური მნიშვნელობის სამეცნიერო პროცესებში.
ახალი DRD1 კოლაბორაცია ითვალისწინებს გაზის დეტექტორების, კალორიმეტრებისა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიების გაუმჯობესება-განვითარებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ექსპერიმენტებისთვის როგორც ამაჩქარებელზე, ისე არაამაჩქარებელზე დაფუძნებულ ნაწილაკთა ფიზიკაში. საუბარია ფართო სპექტრის კვლევებზე – ბირთვული და ნეიტრინოს ფიზიკიდან, ბნელი მატერიისა და იშვიათი დაშლების შესწავლიდან დაწყებული, სამედიცინო, სამრეწველო და სამოქალაქო უსაფრთხოების პრაქტიკულ გამოყენებამდე.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონიდან პირველია, რომელიც აღნიშნულ კოლაბორაციაში გაერთიანდა. CERN-ის სამეცნიერო კვლევებისა და კომპიუტინგის დირექტორთან, პროფესორ გოტიე დე მონშენოსთან ერთად ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი კი გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩავერთოთ დეტექტორების კვლევისა და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირებაში. ახალ DRD1 კოლაბორაციაში მონაწილეობა არა მხოლოდ აძლიერებს უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში მაღალტექნოლოგიური კვლევების, ინოვაციური ინჟინერიისა და თანამედროვე ფიზიკის განვითარებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესს ემსახურება“, – აცხადებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
CERN / DRD1-ის ახალი კოლაბორაციული სტრუქტურა ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას დეტექტორების კვლევისა და განვითარების საგზაო რუკის დოკუმენტით განსაზღვრული საერთო მიზნების მისაღწევად; ისეთი საერთო ინსტრუმენტების შემუშავებას, როგორიცაა მათ შორის დეტექტორის ფიზიკის სიმულაციის პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონიკა და ა.შ.; განათლებასა და ტრენინგში მხარდაჭერას – სხვადასხვა ტექნოლოგიებს, კვლევით თემებსა და სამეცნიერო დისციპლინებს შორის ურთიერკავშირების გაძლიერებას; დეტექტორის ტექნოლოგიებში ახალგაზრდა მკვლევრების ხილვადობისა და პერსპექტივების ხელშეწყობას; CERN-ში დაფუძნებულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე (სახელოსნოები, ლაბორატორიები) წვდომის გაუმჯობესებას დეტექტორების განვითარების მიზნით.
მსგავსი
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე – სტუ CERN-ის მორიგ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-თან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების...
სტუ-სა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული...
წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა
„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ,...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის...
სტუ-ში CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი
„თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმგვარი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოება, რომელიც უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი ინოვაციური კვლევითი პრაქტიკების განვითარებას გლობალურ...