საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეროვნული თვითშეგნება და მზადყოფნა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ქვეყნის თავისუფლების იდეა, რჩება უმაღლესი სამოქალაქო ღირსების მაგალითად. 9 აპრილი არის ისტორიული ერთობის დღე, სადაც ტრაგედია და გამარჯვება, მსხვერპლი და თავისუფლება ეროვნულ მეხსიერებაში ილექება. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ერთ დღეში გაერთიანებული საქართველოს ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის კვლევა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, როგორც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფენომენი“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე აღნიშნეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სტუ-ის რექტორის თქმით, 9 აპრილი აერთიანებს ეროვნული ტრაგედიის სიმძიმესა და სახელმწიფოებრივი აღორძინების იდეალს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა,  ერთ თარიღში კონცენტრირებულია სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა და გამარჯვება, უდიდესი ტკივილი და იმედი. 9 აპრილი წარსულის შეფასების შესაძლებლობა და ვალდებულებაა, რომ ისტორიული გამოცდილება განვითარების საფუძვლად გარდაიქმნას.

„9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში უნიკალური თარიღია, რომელიც ერთდროულად მოიცავს როგორც ეროვნული ტრაგედიის უმძიმეს გამოცდილებას, ისე სახელმწიფოებრივი აღორძინების უმნიშვნელოვანეს აქტს. 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი განხორციელდა, წარმოადგენს იმ მორალურ ზღვარს, რომლის გადალახვამაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის გარშემო  ერი გააერთიანა. 9 აპრილს დაღუპულთა თავგანწირვამ შექმნა საფუძველი, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარების ვექტორი.

უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, აგრეთვე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, რომლის სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმალიზება განხორციელდა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით. აღნიშნული აქტი წარმოადგენდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის გაგრძელებას თანამედროვე ეპოქაში.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქართველო – ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით – აგრძელებს დემოკრატიული განვითარების, ევროპული ინტეგრაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების გზას, 9 აპრილი შეგვახსენებს იმ საზღაურს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის გადაიხადა; ამავდროულად,  გვაკისრებს პასუხისმგებლობას გავუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას, განვავითაროთ სახელმწიფო და შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც აღდგა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი“,

– აკადემიკოსი  დავით გურგენიძე

ინფორმაციისთვის: საქართველო 9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს. 9 აპრილს დაღუპულთაგან ხუთი გმირი: აზა ადამია, ნატო გიორგაძე, ნინო თოიძე, მანანა მელქაძე და გია ქარსელაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის – სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.


მსგავსი

სიახლეები

„გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა “ – სტუ V საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

18-22 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ უმასპინძლებს. სემინარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაში, რომელიც...

სიახლეები

კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი – უფასო სასწავლო კურსი სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 𝙀𝙧𝙖𝙨𝙢𝙪𝙨+ პროგრამის - Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, ორთვიან სასწავლო კურსზე- კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი,  სტუდენტების მიღებას აცხადებს. სწავლა  21...

სიახლეები

სტუ-ში Erasmus+ საერთაშორისო პროექტების შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით,  ორდღიანი სამუშაო შეხვედრა  მიმდინარეობს თემაზე: „საერთაშორისო საგრანტო...

სიახლეები

სტუ-ის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული...

სიახლეები

წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის  06 აპრილს დაიწყება და 11 მაისის...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?