საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეროვნული თვითშეგნება და მზადყოფნა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ქვეყნის თავისუფლების იდეა, რჩება უმაღლესი სამოქალაქო ღირსების მაგალითად. 9 აპრილი არის ისტორიული ერთობის დღე, სადაც ტრაგედია და გამარჯვება, მსხვერპლი და თავისუფლება ეროვნულ მეხსიერებაში ილექება. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ერთ დღეში გაერთიანებული საქართველოს ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის კვლევა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, როგორც ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფენომენი“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე აღნიშნეს, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სტუ-ის რექტორის თქმით, 9 აპრილი აერთიანებს ეროვნული ტრაგედიის სიმძიმესა და სახელმწიფოებრივი აღორძინების იდეალს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, ერთ თარიღში კონცენტრირებულია სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა და გამარჯვება, უდიდესი ტკივილი და იმედი. 9 აპრილი წარსულის შეფასების შესაძლებლობა და ვალდებულებაა, რომ ისტორიული გამოცდილება განვითარების საფუძვლად გარდაიქმნას.
„9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში უნიკალური თარიღია, რომელიც ერთდროულად მოიცავს როგორც ეროვნული ტრაგედიის უმძიმეს გამოცდილებას, ისე სახელმწიფოებრივი აღორძინების უმნიშვნელოვანეს აქტს. 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი განხორციელდა, წარმოადგენს იმ მორალურ ზღვარს, რომლის გადალახვამაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ერი გააერთიანა. 9 აპრილს დაღუპულთა თავგანწირვამ შექმნა საფუძველი, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარების ვექტორი.
უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, აგრეთვე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, რომლის სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმალიზება განხორციელდა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით. აღნიშნული აქტი წარმოადგენდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის გაგრძელებას თანამედროვე ეპოქაში.
დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქართველო – ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით – აგრძელებს დემოკრატიული განვითარების, ევროპული ინტეგრაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების გზას, 9 აპრილი შეგვახსენებს იმ საზღაურს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის გადაიხადა; ამავდროულად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას გავუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას, განვავითაროთ სახელმწიფო და შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რომელთა საფუძველზეც აღდგა ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი“,
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ინფორმაციისთვის: საქართველო 9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35-ე წლისთავს აღნიშნავს. 9 აპრილს დაღუპულთაგან ხუთი გმირი: აზა ადამია, ნატო გიორგაძე, ნინო თოიძე, მანანა მელქაძე და გია ქარსელაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის – სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
მსგავსი
სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95...
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2027-2028 სასწავლო წლისთვის
2027-2028 სასწავლო წლისთვის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) სასტიპენდიო კონკურსებს აცხადებს. პროგრამები მოიცავს საზაფხულო კურსებს, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებას, კვლევით...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით 80 წლის იუბილეს ულოცავს ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტოლოგს, მოცურავეს, მსოფლიო ჩემპიონს...
სტუ-ის სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
„ილიას გზა არის გზა, რომელიც განათლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, პასუხისმგებლობასა და საკუთარი ქვეყნის სამსახურზე გადის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ირინა ბადაგაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის,...
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინოვაციური განვითარების ჯგუფი:...
