2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის შიდა მობილობა იწყება
სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა 2026 წლის 24 და 25 თებერვალს, უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობენ ან სწავლობდნენ).
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) პირობები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ (იხ. დანართი 1).
სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი დაშვების წინაპირობებთან ერთად იხ. დანართში 2; დანართში 3; დანართში 4. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობებში (დანართი 3 და დანართი 4) მითითებულია ის პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია შიდა მობილობა და გააჩნია წინაპირობა. ის პროგრამები, რომლებსაც არ აქვთ წინაპირობა ცხრილში მითითებული არ არის.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებისათვის მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. (საკონტაქტო პირები იხ. დანართი 5).
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 26 თებერვალს, 11: 00 საათზე. გასაუბრება ჩატარდება ფაკულტეტის სპეციალური კომისიის წინაშე, სადაც წარდგენილ უნდა იქნას საკუთარი ხელით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები (ნახატები და ნახაზები); მისამართი: თბილისი; კოსტავას №68, სტუ-ის I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა.
- დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,დიზაინი” და ,,არქტექტურა”) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 27 თებერვალს, 12: 00 საათზე.
- გასაუბრება ჩატარდება ფაკულტეტის სპეციალური კომისიის წინაშე, სადაც მობილობის მსურველმა წერილობით უნდა წარმოადგინოს და სიტყვიერად დაასაბუთოს პროგრამაზე სწავლის მოტივაცია, ასევე წარდგინოს საკუთარი ხელით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები (ნახატები და ნახაზები); მისამართი: თბილისი; კოსტავას № 75, სტუ-ს VIII კორპუსი ; მე-2 სართული; ოთახი 4.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...