სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს


„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია მეორეს ისტორიული როლი. მისი ავტორიტეტი, დიპლომატიური გამჭრიახობა, მტკიცე ეკლესიური პოზიცია და საერთაშორისო ავტორიტეტი გადამწყვეტი აღმოჩნდა ავტოკეფალიის სამართლიანი აღიარების პროცესსა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ილია მეორემ შეძლო ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა კონსოლიდაცია და ერთიანობის განმტკიცება, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად. პარტიარქის ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლების გამყარებაში, განათლებისა და კულტურის მხარდაჭერაში, რაც საბოლოოდ აისახა ქვეყნის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში, ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სამადლობელი პარაკლისი აღავლინა და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა სტუ-ის პროფესორმა, დეკანოზმა მიქაელმა (მაჭარაძე). მსახურებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თანამშრომლები.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და რჩება სულიერებისა და ზნეობრივი განათლების ერთ-ერთ კერად. მამა მიქაელის თქმით, უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ისტორიული ცნობიერების გაღრმავების, ასევე მართლმადიდებლური კულტურისა და ტრადიციებისადმი პატივისცემის განმტკიცებაში.

„მართლმადიდებლური სწავლება ყოველთვის ეფუძნებოდა ადამიანის ჰოლისტურ განვითარებას არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ზნეობრივი და სულიერი სრულყოფის გზით. თანამედროვე განათლების სისტემაშიც კი, ეკლესიის მიერ დანერგილი ღირებულებები – ადამიანთა შორის თანასწორობა, პასუხისმგებლობა, პატივისცემა, სოლიდარობა, ჭეშმარიტების ძიება – რჩება უმნიშვნელოვანეს საყრდენად. ამ თვალსაზრისით, მართლმადიდებლობის როლი განათლებაში შეიძლება შეფასდეს, როგორც ფუნდამენტური – იგი ქმნის იმ ღირებულებით ჩარჩოს, რომლის გარეშეც ცოდნა კარგავს თავის ჰუმანურ დანიშნულებას. ჩემთვის, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორისთვის, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მიდგომები. მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის ინიციატივითაც უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 24 წლის წინ დაფუძნდა, დღეს მისი სახელი ეწოდა“, – აღნიშნა დეკანოზმა მიქაელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, უნივერსიტეტის მიზანია, აღზარდოს თაობები, რომლებიც ერთდროულად იქნებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და სულიერი ფასეულობების მატარებელი ღირსეული მოქალაქეები.

„ამ მნიშვნელოვან დღეს განსაკუთრებული პატივითა და მადლიერებით ვიხსენებთ ახლადშესვენებულ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს, რომლის ღვაწლი განუზომელია ქართული ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე. მისი დამოკიდებულება განათლების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიღრმითა და წინდახედულობით. ის მუდმივად წარმოაჩენდა განათლებისა და სულიერების განუყოფელ კავშირს; მიიჩნევდა, რომ ცოდნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სულიერ ამაღლებას და საზოგადოების კეთილდღეობას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პატრიარქის ინიციატივითა და მხარდაჭერით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ვუსურვებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს მშვიდობას, ერთიანობას, სულიერ სიმტკიცესა და გამარჯვებას“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?