ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის – „ERASMUS+” – ფარგლებში, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე და ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე ევროპის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად, სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის გაფართოების მიმართულებით საკვანძო საკითხები განიხილეს. 

„ERASMUS+“-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროფესორები: ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან (პორტუგალია) პრეზიდენტი მარია ფატიმა კარვალიო, პროექტის კოორდინატორი მარია კრისტინა პალმა, კარლოს რიბეირუ და ჟორჟე ტავარესი, ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (პოლონეთი) ანა ვიტეკ კროვიაკი, გაზის უნივერსიტეტიდან (თურქეთი) საფეთ აიასუნი და მუსლუმ ჩენგიზ ტაპლამაჩიოღლუ. 

შეხვედრას სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

2 ფოტო.png

შეხვედრა გახსნა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიესალმა სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე. მან პორტუგალიის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და წარმომადგენლებს პორტუგალიის ეროვნული დღესასწაული მიულოცა. 

ზურაბ გუდავაძემ ევროპელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლო წლების სამეცნიერო-აკადემიური მიღწევების, საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის გაფართოება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.  

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტთან, ვროცლავის ტექნოლოგიურ და თურქეთის გაზის უნივერსიტეტებთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. თამარ ლომინაძის თქმით, „ERASMUS+“-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია დაგეგმილი, 12 ივნისიდან იტალიის პალერმოს უნივერსიტეტის პროფესორები – სიმონა სანსერი, სიმონა პალმერი და კოსტანცა კონტიც შეუერთდებიან.

„მინდა ჩვენს კოლეგებს ევროპის უნივერსიტეტებიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადავცე და მისი სახელით, წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფება ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი მარია ფატიმა კარვალიო, რომელიც აღიარებული მეცნიერია. ამ უნივერსიტეტთან, ძირითადად, აგრარული და ბიზნესის მიმართულებებით ვთანამშრომლობთ. ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჩვენი აქტიური პარტნიორია, ძირითადად საინჟინრო მიმართულებით. თურქეთის გაზის უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს – თურქი კოლეგები აქტიურად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ატარებენ ლექციებს, ესწრებიან ჩვენ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულებს. აღსანიშნავია, რომ კვირის ბოლოს პალერმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც შემოგვიერთდებიან. პალერმოს უნივერსიტეტთან უკვე სამი წელია, ხორციელდება ერთობლივი პროექტი 60 მონაწილის ჩართულობით. სამუშაო შეხვედრები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში „ERASMUS+“-ის ფარგლებში ჩატარდება, მნიშვნელოვანია აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავების, ასევე, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისთვის. სწორედ ჩვენს კოლეგებთან ერთად, გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიებითა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავებით, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი პარტნიორობა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას გააძლიერებს. ეს კი ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის, ასევე, პრეზენტაციის სახით, მათ თავიანთ უნივერსიტეტებს წარუდგენენ, გარდა ამისა, გაეცნობიან სტუ-ის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიულ ბაზებს და მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს. 

„უნივერსიტეტმა, აკადემიური სწავლების მიღმა, მასწავლა დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა“ – სტუ-ის კურსდამთავრებული

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება – ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდის განვითარება ხდება. უნივერსიტეტში გამორჩეული პროფესორები და პედაგოგები მოღვაწეობენ, რომელთა თავდაუზოგავი შრომა ახალი თაობის პროფესიონალების აღზრდას ემსახურება. მათმა დაუღალავმა ძალისხმევამ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სურვილმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა“, – ამბობს სტუ-ის კურსდამთავრებული შოთა ჭანუყვაძე. 

შოთა ჭანუყვაძემ დოქტორანტურის კურსი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიარა. მისი სადისერტაციო ნაშრომის – „ტერორიზმის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“ – ხელმძღვანელები არიან პროფესორები ოთარ ჭუმბურიძე და ჯემალ გაბელია. 

როგორც შოთა ჭანუყვაძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება განსაზღვრავს მის საქმიანობას სამართალდამცავ ორგანოში. 

„ჩემთვის, როგორც პოლიციის ოფიცრისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, საგანმანათლებლო დაწესებულება. სწავლების პროცესში შვიძინე არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც, რომლებიც პოლიციაში მუშაობისას უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. კრიმინოლოგიის, სასამართლო ექსპერტიზისა და ტექნოლოგიის კურსებმა შესაძლებლობა მომცა, უფრო ზუსტად გამეანალიზებინა შემთხვევები და თანამედროვე საგამოძიებო ტექნიკები გამომეყენებინა. უნივერსიტეტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრასა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც პოლიციის პროფესიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

აკადემიური სწავლების მიღმა, ამ გამოცდილებამ მასწავლა დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა. პროფესორებთან და თანაკურსელებთან ურთიერთობამ გამიუმჯობესა უნარი, სხვადასხვა პერსპექტივიდან შევაფასო ვითარება, რაც აუცილებელი კომპონენტია ჩემს საქმიანობაში და საშუალებას მაძლევს, ღირსეულად და ერთგულებით ვემსახურო ხალხს და ქვეყანას“, – ამბობს შოთა ჭანუყვაძე.

ღია საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2025-2026 სასწავლო წლიდან 4 (ოთხი) წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად.

აკადემიურ კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 9 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, შესაბამისი საკონკურსო კომისიის სამდივნოში

კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 16 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით. 

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 23 ივლისს საკონკურსო კომისიის მიერ უნივერსიტეტის შესაბამის სასწავლო კორპუსებში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საგანთა ჯგუფების მიხედვით იხილეთ ბმულზე.

ღია საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირობები იხილეთ ბმულზე.

სტუ-ის სტუდენტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურ ექსპონატებს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ და ცენტრში დაცული უნიკალური ექსპონატების ფონდი დაათვალიერეს.
 
ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებითა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის აქტიური ჩართულობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საგანძურს ეცნობიან.

ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტის, სტუდენტ არჩილ გურგენიძის თქმით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა ექსპონატებმა და მათმა ისტორიამ, ახალგაზრდებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. 

“ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უნიკალური ხელნაწერები – ეს 70 000 ექსპონატისგან შემდგარი ჩვენი ეროვნული საგანძურია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა სიგელი თამარ მეფის ხელმოწერით, ერეკლე მეფის მიმოწერა, მიხაი ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციის დედნები, ვეფხისტყაოსნის 164 ხელნაწერი, მე-10 საუკუნის ლაილაშის ბიბლია და ქართული კულტურის მრავალი უნიკალური ძეგლი, რომლებიც ჩვენი ეროვნული სიამაყეა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საგანძური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველისთვის ხელმისაწვდომია. ვფიქრობთ, ამ მუზეუმს ხშირად უნდა ესტუმრონ ახალგაზრდები, რათა უკეთ შეიმეცნონ ჩვენი კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია”, – ამბობს არჩილ გურგენიძე. 

როგორც სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ სრულყოფილი წარმოდგენა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც ახალგაზრდობისთვის ეროვნული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნების ძლიერი ინსტრუმენტია.

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდები აუცილებლად უნდა ეზიარონ ქართულ კულტურას, უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია, რათა განიმსჭვალონ მაღალი ეროვნული თვითშეგნებით, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა, რაც უდიდეს როლს თამაშობს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების, კულტურული ტრადიციების შენარჩუნების და შემდგომი თაობებისთვის ამ მემკვიდრეობის გადაცემის საქმეში. ეს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო სივრცეში სტაბილურად პოზიციონირებისთვის. გარდა ამისა, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვან სულიერ საზრდოს აძლევს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენთვის, პედაგოგებისთვის, სასიხარულოა, რომ მსგავს საუნივერსიტეტო აქტივობებში თანამონაწილეობის სურვილს ახალგაზრდები თავად გამოთქვამენ”, – აცხადებს ხათუნა საგინაშვილი. 

პირველად საქართველოში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სტუდენტთა „შეჯიბრება B2B გაყიდვებში“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, ERASMUS+ პროგრამის KA2 აქტივობის ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24 – Learn – Innovate – Sell – Succeed), ფარგლებში „სტუდენტური შეჯიბრება B2B გაყიდვებში“ ჩატარდა. 

სტუდენტურ შეჯიბრებას უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა უმასპინძლა. დეკანის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის B2B (ბიზნესიდან ბიზნესზე) გაყიდვების სფეროს ძირითადი პრინციპების გაცნობას, პრაქტიკული უნარების გააზრებასა და განვითარებას.

მისი განცხადებით, კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია კორპორაციული გაყიდვების პროცესში წარმატებული ჩართულობისთვის. 

3 (7).png

„მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს B2B გაყიდვების სპეციფიკა, მათ შორის: რა არის B2B გაყიდვები და როგორ განსხვავდება იგი B2C გაყიდვებისაგან (ბიზნესი მომხმარებელზე); ტიპური B2B გაყიდვების ციკლი – პროცესის ეტაპები: კლიენტის იდენტიფიცირება, დაკავშირება, საჭიროებების შეფასება, შეთავაზების პრეზენტაცია, შეთანხმება და გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა; გადაწყვეტილების მიმღები პირების სტრუქტურა და მათი როლები B2B კონტექსტში; ბაზრის კვლევა, მომხმარებლის სეგმენტაცია და მიზნობრივი კლიენტის იდენტიფიცირება; გაყიდვების პროცესის სტრუქტურირება და მისი ეფექტურად მართვის მოდელები; ლიდების გენერაცია და პოტენციური კლიენტების მოძიების თანამედროვე მეთოდები (ციფრული პლატფორმები, პერსონალიზებული შეთავაზებები, ქსელური კომუნიკაცია და ა.შ.); პრეზენტაციისა და შეთავაზების ტექნიკა – ღირებულების კომუნიკაცია, არგუმენტაციის სტრატეგიები და სავაჭრო პოტენციალის წარმოჩენა. 

ტრენინგპროგრამის პრაქტიკულ ნაწილში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს როლურ თამაშებში, რაც მიზნად ისახავს რეალური გაყიდვების სცენარების მოდელირებას. მონაწილეებმა გამოცდილი ტრენერებისგან ინსტრუქციები მიიღეს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კლიენტთან ურთიერთობის მართვის მიმართულებით. კონკურსში მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს პრაქტიკული ხედვები გაყიდვების ზრდის, მარკეტინგული სტრატეგიების გაძლიერებისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით. შეფასების პროცესში ჩართულმა ჟიურიმ გამოარჩია ყველაზე ეფექტური და შემოქმედებითი პრეზენტაციები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიების ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და მიღებულ უნარებს B2B გაყიდვების მიმართულებით. ღონისძიება იყო ღია უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტისთვის, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს რეალურ ბიზნესპროექტებში“, – აცხადებს ბორის გითოლენდია. 

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე გაიმართა B2B გაყიდვების ჩემპიონატი (B2B Sales Competition), რომელიც, LISS24 პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდა. სტუდენტებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს პარტნიორი კომპანიების („ავტოტექნო“, „ბაუმერი“, „არგო“) ინოვაციურ, რაციონალურ და კრეატიულ გაყიდვებთან დაკავშირებული სცენარები.

2 (13).png

LISS24 Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ, საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის პროდუქციის ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით.

LISS24-ის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება; სერვისებისა და პროცესების განვითარება; სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება. პროექტით იგეგმება ციფრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ გაყიდვების გზით. ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდა ე.წ. „სეილების სტუდენტური შეჯიბრება”, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება ხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.

პროექტის პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

სტუ აცხადებს ღია საერთაშორისო კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2025-2026 სასწავლო წლიდან 4 (ოთხი) წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად.
 
I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების საგანთა ჯგუფების მიხედვით და სხვ.) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ასევე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“ – ში.

2. აკადემიურ კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 9 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, შესაბამისი საკონკურსო კომისიის სამდივნოში. 

3. კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 16 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით. 

4. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 23 ივლისს საკონკურსო კომისიის მიერ უნივერსიტეტის შესაბამის სასწავლო კორპუსებში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

5. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით. 

6. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივლისისა.

7. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებამდე.

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის პირობები: 

ა) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; 

გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; 

დ) ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. 

ე) აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია აირჩეს აგრეთვე შესაბამისი პროფესიული გამოცდილების მქონე პირი (არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება), რომლის კვალიფიკაციაც შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის საჭირო კომპეტენცია. 

III. ინფორმაცია აკადემიური პერსონალის დატვირთვისა და ანაზღაურების შესახებ

1. აკადემიური პერსონალის ვალდებულება შედგება ოთხი კომპონენტისგან:

ა) სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი);

ბ) საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა; 

გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. 

დ) ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა.

2. ანაზღაურება განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შესაბამისი საშტატო განრიგით.

პროფესორის ვალდებულებები

(„ა“ კატეგორია) 

1. სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) დატვირთვა – კვირაში 15 საათი, წელიწადში 390 საათი;

2. საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა-ორგანიზება; 

3. ვალდებულია უწყვეტად, უზრუნველყოს მის საგნობრივ ჯგუფში შემავალი სასწავლო კურსების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი. მიღებული შედეგების საფუძველზე, უზრუნველყოფს სასწავლო რესურსების რელევანტური განახლება-სრულყოფას ისე, რომ ისინი შესაბამისობაში იყოს საგანმანათლებლო პროგრამის მიერ გათვალისწინებულ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებთან და პროგრამით განსაზღვრულ სწავლის შედეგებთან. აღნიშნულის თაობაზე წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში ფაკულტეტის საბჭოს და აკადემიურ საბჭოს.

4. ვალდებულია დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო ნაშრომების, სტატიების და სხვა რეცენზირება.

5. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:

5.1.ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ სამი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი -სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

5.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალრეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში არანაკლებ ერთი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება (სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

5.3. ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ერთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

5.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს მინიმუმ ორი სახელმძღვანელო (მათ შორის ელექტრონული სახელმძღვანელო), მონოგრაფია ან კრებული;
5.5. ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

5.6. ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობდეს მინიმუმ ორ საგრანტო პროექტში (პროექტის მომზადება ან/და გამარჯვებულ პროექტში მონაწილეობა) ხელმძღვანელის/მენეჯერის/კოორდინატორის ან ძირითადი პერსონალის სახით (საგრანტო პროექტში იგულისხმება ასევე სამეცნიერო-ინფრასტრუქტურული გრანტები ან სხვა) ან მონაწილეობდეს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მინიმუმ ორ საგრანტო კონკურსში და მისი ხელმძღვანელობით/მენეჯერობით ან ძირითად პერსონალად მონაწილეობით წარდგენილ საგრანტო პროექტს მიღებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაქსიმალური შეფასების 80 %. 

პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 3 მაგისტრანტი ან/და 3 დოქტორანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა;

ე) შესაბამისი პროგრამის ფარგლებში მოახდინოს რელევანტური საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების იდენტიფიცირება და შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებები პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით;

ვ) უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად სტუდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა/მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა აკადემიური და კულტურული ცოდნის შეძენა/აქტივაციას.

ზ) ხელი შეუწყოს სტუნდენტების (მათ შორის უცხოელი) ჩართულობას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და სოციალურ აქტივობებში და ამ მიზნით უცხოელ სტუდენტებთან ერთად პერმანენტულად დაგეგმოს სხვადასხვა სამუშაო/ შემეცნებითი აქტივობები.

პროფესორის ვალდებულებები

(„ბ“ კატეგორია) 

1. სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) დატვირთვა – კვირაში 10 საათი, წელიწადში 260 საათი;

2. საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა-ორგანიზება; 

3. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:

3.1.ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი -სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალრეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში არანაკლებ ერთი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება (სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.3. ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ერთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს მინიმუმ ერთი სახელმძღვანელო (მათ შორის ელექტრონული), მონოგრაფია ან კრებული;

3.5. ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

3.6. ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღოს მინიმუმ ორ საგრანტო პროექტში (პროექტის მომზადება ან/და გამარჯვებულ პროექტში მონაწილეობა); ან მონაწილეობდეს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მინიმუმ ორ საგრანტო კონკურსში (სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);.

3.7. ვალდებულია დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო ნაშრომების, სტატიების და სხვა რეცენზირება.

პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 3 მაგისტრანტი და 3 დოქტორანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.

ე) უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად სტუდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა/მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა აკადემიური და კულტურული ცოდნის შეძენა/აქტივაციას.

ასოცირებული პროფესორის ვალდებულებები

(„ა“ კატეგორია)

1. სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) დატვირთვა- კვირაში 17 საათი, წელიწადში 442 საათი;

2. საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/ორგანიზება; 

3. უწყვეტად იზრუნოს შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში სასწავლო კურსების მუდმივ მონიტორინგზე და შედეგების ანალიზზე. ამ ანალიზის საფუძველზე იზრუნოს სასწავლო რესურსების რელევანტურ განახლება-სრულყოფაზე, რაც ორიენტირებული იქნება შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების მეთოდების სრულყოფაზე და პროგრამის ფარგლებში მისაღწევ შედეგზე. აღნიშნულის თაობაზე წელიწადში ერთხელ ანგარიში გააქვს ფაკულტეტის საბჭოზე და აკადემიურ საბჭოზე.

4. ვალდებულია დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო ნაშრომების, სტატიების და სხვა რეცენზირება.

5. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა:

5.1. ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ სამი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი – სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

5.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალრეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში არანაკლებ ერთი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;

5.3. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

5.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, მონოგრაფია ან კრებული; 

5.5. ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

5.6. ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობდეს მინიმუმ ორ საგრანტო პროექტში (პროექტის მომზადება ან/და გამარჯვებულ პროექტში მონაწილეობა) ხელმძღვანელის/მენეჯერის/კოორდინატორის ან ძირითადი პერსონალის სახით (საგრანტო პროექტში იგულისხმება ასევე სამეცნიერო-ინფრასტრუქტურული გრანტები ან სხვა).

ასოცირებული პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 2 მაგისტრანტი ან/და  2 დოქტორანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.

ე) უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად სტუდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა/მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა აკადემიური და კულტურული ცოდნის შეძენა/აქტივაციას.

ასოცირებული პროფესორი ვალდებულებები

(„ბ“ კატეგორია)

1. სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) დატვირთვა -კვირაში 15 საათი, წელიწადში 390 საათი;

2. საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/ორგანიზება; 

3. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:

3.1. ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი – სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალრეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში არანაკლებ ერთი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება (სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.3. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, მონოგრაფია ან კრებული; 

3.5. ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

3.6. ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობდეს მინიმუმ ორ საგრანტო პროქტში (პროექტის მომზადება ან/და გამარჯვებულ პროექტში მონაწილეობა) (სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.7. ვალდებულია დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო ნაშრომების, სტატიების და სხვა რეცენზირება.

ასოცირებული პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 2 მაგისტრანტი ან/და  2 დოქტორანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.

ე) უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად სტუდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა აკადემიური და კულტურული ცოდნის შეძენა/აქტივაციას.

ასისტენტ-პროფესორის ვალდებულებები

1. სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) დატვირთვა -კვირაში 16 საათი, წელიწადში 416 საათი;

2. საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა; 

3. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:

3.1. ყოველ ორ წელიწადში, სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი – სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;

3.3. ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4 ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

ასისტენტ-პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 2 მაგისტრანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა.

ასისტენტის ვალდებულებები
                    
1. სააუდიტორიო საათი კვირაში 16 საათი, წელიწადში 416 საათი;

2. ადმინისტრაციული ვალდებულება – სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა;

3. სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა: მონაწილეობა ინდივიდუალურ და კოლექტიურ საერთაშორისო აკადემიურ გაცვლით პროექტ(ებ)ში და უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობებში. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შედგენა.

4. მონაწილეობის მიღება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწასა და განვითარებაში;

5. მონაწილეობის მიღება შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განვითარებაში;

6. შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა.

7. ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობდეს მინიმუმ ორ საგრანტო პროქტში (პროექტის მომზადება ან/და გამარჯვებულ პროექტში მონაწილეობა). ყოველ წელს მონაწილეობდეს სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მინიმუმ ორ საგრანტო კონკურსში.

შენიშვნა:

ყველა საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის აკადემიურ დატვირთვაში გათვალისწინებული იქნება განსხვავებული პირობა, რომლის თანახმად, მათი სააუდიტორიო დატვირთვა, ნაცვლად კვირაში 10 საათისა განისაზღვრება 8 საათით პროფესორებისთვის („ბ“ კატეგორია), ხოლოდ ნაცვლად 15 საათისა – 13 საათით ასოცირებული პროფესორებისთვის („ბ“ კატეგორია).

IV. საკონკურსო დოკუმენტაცია

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით, დამოწმებული ნოტარიული წესით) უნდა წარმოადგინოს: 

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. უნივერსიტეტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი); 

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) ან/და არანაკლებ 6 (ექვსი) წლის შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); 

ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4. 

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა. აღნიშნული ცნობების წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს პირს, ვისაც უკვე წარმოდგენილი აქვს აღნიშნული ცნობები უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

შენიშვნა: 

1. განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე. ერთზე მეტ პოზიციაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებისა, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: 

ა) პროფესორის თანამდებობაზე:

ა.ა) მომავალი აკადემიური საქმიანობის კონცეპტუალური ხედვა: მასში უნდა იყოს ინტეგრირებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო პროექტისა და შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების ხედვა – ინტერდისციპლინურობის, ტრანსდისციპლინურობისა და ინტერნაციონალიზაციის პრინციპების საფუძველზე (კონცეფცია გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ ოთხ წელზე); 

ა.ბ) ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:

  • საერთაშორისო და რეგიონულ აკადემიურ და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას (კონფერენციები, კოლოკვიუმები, ვორკშოპები, ვებინარები და სხვ.);
  • საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე განხორციელებული კვლევების შედეგად მომზადებულ პუბლიკაციებს (წიგნები, კრებულები, სტატიები და სხვ.);

ა.გ) ბოლო 5 წელიწადში მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან ერთი-ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს;

ა.დ) საპატიო დოქტორის დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე სხვა საპატიო დიპლომები და ჯილდოების ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე:

ბ.ა) მომავალი აკადემიური საქმიანობის კონცეპტუალური ხედვა ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების ხედვა. კონცეფციაში ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის განვითარების ხედვა და სამეცნიერო პროექტი/პროექტები გათვლილი მინიმუმ ოთხ წელზე, 

ბ.ბ) ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:

  • საერთაშორისო და რეგიონულ აკადემიურ და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას (კონფერენციები, კოლოკვიუმები, ვორკშოპები, ვებინარები და სხვ.);
  • საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე განხორციელებული კვლევების შედეგად მომზადებულ პუბლიკაციებს (წიგნები, კრებულები, სტატიები და სხვ.)

ბ.გ) ბოლო 5 წელიწადში მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან ერთი-ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს.

გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე:

გ.ა) ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ერთი სამეცნიერო პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთი მხრივ, მის განვითარებაზე და მეორე მხრივ, აჩვენებს ამ პროექტის რელევანტურობასა და აქტუალურობას როგორც უნივერსიტეტისათვის, ასევე დარგის განვითარებისათვის;

გ.ბ) მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან წარმოადგინოს ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს;

დ) ასისტენტის თანამდებობაზე:

დ.ა) 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ერთი სამეცნიერო პროექტი (პროექტი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური);

დ.ბ) რეგიონალურ თუ საერთაშორისო აკადემიურ/გაცვლით პროექტებში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.გ) მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან წარმოადგინოს ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს.

4. ზოგიერთ საგანთა ჯგუფში გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დოკუმენტი ან უნდა გაიაროს შესაბამისი ტესტირება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. აღნიშნული თანამდებობებისა და უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) შესაბამისი ცოდნის დონის თაობაზე ინფორმაციას კანდიდატი გაეცნობა შესაბამისი საკონკურსო კომისიაში.

V. მონაწილეთა შეზღუდვა

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

2. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და უნივერსიტეტშიში გაიმარჯვებს კონკურსში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე უნივერსიტეტთან უნდა გააფორმოს აფილირების ხელშეკრულება. 

3. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის („ა“ კატეგორია) თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, პირი ვალდებულია სსიპ- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს სხვა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და აღნიშნულის თაობაზე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა წერილობით აცნობოს შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას. აღნიშნული დათქმა ასევე ეხება უნივერსიტეტში სხვა თანამდებობაზე დასაქმებულ პირს გარდა ფაკულტეტზე შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელისა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს შეუწყდება შრომითი ურთიერთობა.

4. იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტი სხვა დაწესებულებაში დასაქმებულია სრულ განაკვეთზე არ სურს ფაქტობრივი მდგომარეობის შეცვლა კონკურსში მონაწილეობის გათვალისწინებით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ უნივერსიტეტის მიერ არასრულ განაკვეთზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

VI. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: წარმოდგენილი კონცეფციის გათვალისწინებით, კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე, კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკონკურსო ადგილების რაოდენობა საგანთა ჯგუფების მიხედვით

.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 95%;
max-width: 1200px;
height: 95%;
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}
.academic-competition{
text-align:left;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025–2026 სასწავლო წლიდან 4 (ოთხი) წლის ვადით აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საგანთა ჯგუფების მიხედვით:


  1. მშენებლობისა და სამოქალაქო ინჟინერიის საგანთა ჯგუფები

  2. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საგანთა ჯგუფები

  3. გეოლოგიასა და სამთო ინჟინერიის საგანთა ჯგუფი

  4. მექანიკის ინჟინერიის, მეტალურგიის და ტრანსპორტის საგანთა ჯგუფი

  5. არქიტექტურისა და დიზაინის საგანთა ჯგუფი

  6. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საგანთა ჯგუფი

  7. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანთა ჯგუფი

  8. მათემატიკისა და ფიზიკის საგანთა ჯგუფი
  9. ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკისა და საჯარო მმართველობის საგანთა ჯგუფი

  10. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საგანთა ჯგუფი

  11. აგროეკოლოგიისა და ქიმია-ბიოლოგიის საგანთა ჯგუფი

სტუ-ის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჰეგელის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ბლოკსემინარების ციკლი მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ეგიდით,  რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და  ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის –  „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘, ფარგლებში მიმდინარეობს,  საქართველოს ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ინტენსიური ბლოკსემინარების ციკლი დაიწყო, რომელსაც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი, სტუ-ის საპატიო დოქტორი ანდრეას არნდტი და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი მამუკა ბერიაშვილი უძღვებიან.

ბლოკსემინარების ციკლი ეძღვნება თემას: „ზნეობრიობა როგორც თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია ჰეგელის ფილოსოფიაში“ (Sittlichkeit als Institutionalisierung der Freiheit bei Hegel), ჰეგელის სამართლის ფილოსოფიისა და ლოგიკის მეცნიერების მიხედვით. სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ავტორია სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი.

პროექტის ფარგლებში, პირველ ორნაწილიან ბლოკსემინარზე, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, პროფესორმა ანდრეას არნდტმა სტუ-ის დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის წაიკითხა მოხსენება თემაზე – “სახელმწიფო და ეკონომიკა ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის მიხედვით; პროფესორი მამუკა ბერიაშვილი კი წარსდგა თემით – “ზნეობრიობა როგორც ინსტიტუციონალიზებული თავისუფლება ჰეგელთან” (ჰეგელის სამართლის ფილოსოფიების 1817-1831 წლების ლექციების მიხედვით).  

დისკუსიაში, რომელიც მოხსენებების მოსმენის შემდეგ გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს დოქტორებმა: ქეთევან რჩეულიშვილმა, ირაკლი თაბორიძემ, ირაკლი დეკანოზიშვილმა, მარიამ ხაზარაძემ და დოქტორანტებმა: მარია ჯგუშიამ, გიორგი ბერიაშვილმა, რუსა მახათაძემ, გიორგი კაშიბაძემ.

დისკუსიის შემდეგ, პროფესორებმა ანდრეას არნდტმა და მამუკა ბერიაშვილმა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის 1821 და 1824 წლების შესავლების წინასწარ დამუშავებული ტექსტების შესახებ, 2-საათიანი სემინარი ჩაატარეს.

როგორც სტუ-ის პროფესორი, სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი მამუკა ბერიაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ეგიდით მიმდინარე და მთავარი თემით გაერთიანებული ბლოკსემინარების საფუძვლიანი სისტემური და ისტორიული გააზრება ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, სიღრმისეულად გაანალიზონ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა კრიზისი, რომელიც დემოკრატიის ფორმალური, მინიმალისტური გაგებიდან წარმოიშობა. 

„ბლოკსემინარების მნიშვნელობა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაზიარებაში არ გამოიხატება. მათი მიზანია კრიტიკული აზროვნების განვითარება ახალგაზრდა მკვლევრებში. ჰეგელის ფილოსოფია, განსაკუთრებით მისი ზნეობის – როგორც ინსტიტუციონალიზებული თავისუფლების – ცნება, წარმოადგენს უნიკალურ ჩარჩოს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ეთიკური და სამართლებრივი საფუძვლების გასააზრებლად. იმ დროს, როდესაც დემოკრატია ხშირად ფორმალურ მექანიზმებსა და საარჩევნო პროცედურებზეა დაყვანილი, ჰეგელი გვახსენებს თავისუფლების უფრო ღრმა, ინსტიტუციურ და ეთიკურ საყრდენს, რომელსაც ინდივიდისა და სახელმწიფოს რაციონალური გაერთიანება შეუძლია. ეს ბლოკსემინარები, როგორც ინტერდისციპლინური და კოლაბორაციული ფორმატი, ქმნის სივრცეს თაობათა შორის გრძელვადიანი დიალოგისთვის, რაც უზრუნველყოფს ისეთი სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც თანამედროვე სოციალური, პოლიტიკური და კულტურული კრიზისების წინაშე ფილოსოფიური სიღრმითა და ისტორიული ცნობიერებით წარდგება. პროფესორ ანდრეას არნდტის მონაწილეობა, მისი ლექციები, მასთან დისკუსიები გვაძლევს საშუალებას, ჩვენმა სტუდენტებმა გაიზიარონ საერთაშორისო აკადემიური დისკურსის უმაღლესი სტანდარტები და ამავე დროს, ადგილობრივი ინტელექტუალური ტრადიცია გლობალურ კონტექსტში განიხილონ. გარდა ამისა, ეს ღონისძიება მოიაზრებს უფრო ფართო მცდელობას – ისეთი ფილოსოფიური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს კლასიკური ფილოსოფიის კრიტიკულ გააზრებასა და მის კავშირს თანამედროვე გამოწვევებთან. ჩვენ ვსწავლობთ ჰეგელს და მის ფილოსოფიას ვიყენებთ იმისათვის, რომ გავიაზროთ თანამედროვე კრიზისი და ჩამოვაყალიბოთ მოაზროვნეთა ახალი თაობა, რომლებიც თავისუფლებას არა როგორც აბსტრაქტულ იდეალად, არამედ როგორც ცოცხალ, ინსტიტუციურ რეალობად აღიქვამენ – ისეთ რეალობად, რომელიც მუდმივ გააზრებასა და განახლებას საჭიროებს“, – აღნიშნავს მამუკა ბერიაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, მორიგი ბლოკსემინარები გაიმართება ილიას, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ზუგდიდის შოთა მესხიას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შემდეგი პროგრამის მიხედვით:

6 ივნისი, 18:30 – თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი ანდრეას არნდტი წაიკითხავს ლექციას თემაზე: “ცნების იდეა ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია); ლექციას მოჰყვება ანდრეას არნდტის 2-საათიანი სემინარი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტერაქციული მუშაობა სტუდენტებთან ჰეგელის ლოგიკის მეცნიერებიდან წინასწარ დამუშავებულ ტექსტებზე.

პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – “თავისუფლების იდეა ჰეგელის სამართლის ფილოსოფიისა და რელიგიის ფილოსოფიის მიხედვით” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);

  • 7 ივნისი, 13:00 – ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ანდრეას არნდტის ლექცია – “ეკონომიკა და სახელმწიფო ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
  • 9 ივნისი, 13:00 – ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს ლექციას – “თავისუფლების იდეის განვითარება ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის სხვადასხვა კონტექსტში” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
  • 10 ივნისი, 13:00 – ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ ანდრეას არნდტის ლექცია – “თავისუფლების განვითარება მსოფლიო ისტორიაში ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
  • 11 ივნისი, 13:00 – ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს ლექციას – “თავისუფლების იდეის განვითარება რელიგიის ფილოსოფიაში” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);
  • 12 ივნისი, 12:00 – ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მამუკა ბერიაშვილი გააკეთებს მოხსენებად თემაზე – “ადამიანის თავისუფლების დასაწყისი ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიაში” (სემინარები წინასწარ დამუშავებულ შესაბამის ტექსტებზე დაყრდნობით);
  • 13 ივნისი, 13:00 – ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი ანდრეას არნდტი ჩაატარებს ლექციას დისკუსიით, თემაზე – “ჰეგელი – უფლების მოვალეობისა და ნების შესახებ, (სემინარები წინასწარ დამუშავებულ ტექსტებზე დაყრდნობით).

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბლოკსემინარები ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და პირისპირ დასწრებასთან ერთად, დაინტერესებული სტუდენტებისთვის მონაწილეობა, zoom პლატფორმის მეშვეობით, დისტანციურადაც იქნება უზრუნველყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში,  სტუ-მა 5-6 ივნისს სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებში. 

ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  • გამოთვლითი მეთოდების განყოფილება: განყოფილების გამგე – 1.0 საშტატო ერთეული, მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული
  • მათემატიკური მოდელირების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1.0 საშტატო ერთეული
  • ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილება: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული, მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 08 ივლისიდან – 10 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან 15:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. ფერაძის ქუჩა №4, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახი №201, საკონტაქტო პირი ნინო ბოკუჩავა, ტელ: 595 65 80 27.

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ განყოფილების გამგის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2025 წლის 14 ივლისს. კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 14 ივლისს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

საკონკურსო კომისიის მიერ მთავარი და მეცნიერი თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 15 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივლისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

1) ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

2) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 – იმპაქტფაქტორიან (Web of Science) ჟურნალში, ხოლო დანარჩენი პუბლიკაციებიდან არანაკლებ 3 – Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალში.

3) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
მეცნიერი თანამშრომლის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის, განყოფილების გამგის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. ნუსხაში იმპაქტფაქტორიან (Web of Science) ჟურნალებს უნდა მიეწეროს აბრევიატურა „IF“, ხოლო Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალებს კი უნდა მიეწეროს აბრევიატურა „SJR“;

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე;
  • სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – Micro-GEAR ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR) – ფარგლებში მორიგი სამუშო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში მიკროკრედიტების სისტემის დანერგვის შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც, ძირითადად, მოიცავს ტრენინგსესიებს, რომლებიც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას მიკროსერტიფიკატების უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირებისთვის.

Untitled design (7).png

სამწლიან პროექტში, რომელიც გასული წლის იანვარში დაიწყო, ჩართულია 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები.

ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან:

  • ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია),
  • მადრიდის კარლოს III-ის უნივერსიტეტი (ესპანეთი),
  • რომის ანიელო მერონეს ევროპული უნივერსიტეტი (იტალია),
  • ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია),
  • საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K. (გერმანია).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროექტში ჩართული მეცნიერების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისას აცხადებს, რომ ERASMUS+ პროექტი – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერთიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ – რეგიონისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, Micro-GEAR პირველი საერთაშორისო ინიციატივაა მიკროსერტიფიცირების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემების მხარდაჭერასა და განვითარებას. 

„ჩვენ ვიღებთ დიდ პასუხისმგებლობას, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით განვახორციელოთ განათლების რეფორმები და სამხრეთ კავკასიაში ვიყოთ ინოვაციისა და თანამშრომლობის მაგალითი. გლობალურ შრომით ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების ფონზე და სწრაფად მზარდი, მაღალკვალიფიციური განათლების საჭიროების პირობებში, მიკროსერტიფიცირება ხდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს კომპეტენციის აღიარებას, ქმნის მოქნილ საგანმანათლებლო ბილიკებს და ავსებს იმ დანაკლისს, რასაც ტრადიციული სერტიფიცირება ვერ ფარავს. მიკროსერტიფიცირების როლი პროფესიულ განათლებასა და სწავლების სისტემებში (VET) მხოლოდ აძლიერებს მათ ღირებულებას და აქტუალობას.

ამ კონტექსტში პროექტის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ასპექტია რეგიონში პოლიტიკის შემმუშავებლებსა და აკადემიურ საზოგადოებაში მიკროსერტიფიცირების ელჩებისა და ენთუზიასტების ახალი თაობის ჩამოყალიბება. ამ პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ მიკროსერტიფიცირებას თავიანთ საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი ცოდნის გაზიარების, რეგიონული კომპეტენციის გაძლიერებისა და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის.

სასიხარულოა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი – უნივერსიტეტი ამ პროექტში კონსორციუმის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორია. 6 ქვეყნის 16 საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციის გაერთიანება ერთ პროექტში სერიოზული პასუხისმგებლობაა. თუმცა ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია ამ ამოცანას უმკლავდებიან მაღალი პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმითა და სტრატეგიული ხედვით.

უკვე ვხედავთ ამ შრომის შედეგებს – პროგრესი პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით, ინსტიტუციური ჩარჩოების ჩამოყალიბება და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართვა რეგიონიდან თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს წარმატებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროექტში ჩართული პარტნიორების ერთიანი ძალისხმევის ნათელი დადასტურებაა.

Micro-GEAR-ი ბევრად მეტია, ვიდრე პროექტი. ეს არის სტრატეგიული მოძრაობა უფრო მოქნილი, ინკლუზიური და თანამედროვე განათლების სისტემისკენ, რომელიც ერგება სწრაფად ცვალებად გარემოს“, – ასე აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროექტის მნიშვნელობასა და მასში ჩართულ მეცნიერთა ღვაწლს.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?