გერმანელი და ქართველი სტუდენტები კომპანია „ბარამბოს“ ესტუმრნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერიტეტში სტუმრად მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ სტუდენტები მენტორ პროფესორთან და ადგილობრივ სტუდენტებთან  ერთად  უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანია „ბარამბოს“ ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი იყო სტუმრებს ადგილზე ენახათ თუ როგორ მზადდება ქართული პროდუქცია და როგორ მიმდინარეობს წარმოების პროცესი, რათა წარმოდგენა შექმნოდათ ჩვენი ქვეყნის ბიზნესორგანიზაციების შესახებ.

„16 გერმანელი სტუდენტი და მათი მენტორი პროფესორი,  ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდენენ სამეცნიერო კომფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“-ის მე-19 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მსგავსი სამეცნიერო კომფერენციების დროს ჩვენი მიზანია კომფერენციები იყოს ინტერდისციპლინური, რითაც  ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების და პროფესორ მასწავლებელების დაახლოებას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ – აცხადებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა  პროფესორმა ნატო ქათამაძემ გერმანელი სტუდენტების კომპანიაში სტუმრობა შეაფასა.

Untitled design.png.jpeg 
„ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მიზნად ისახავს მათ დასაქმებას და კარიერულ ზრდა/განვითარებას, მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ შრომის ბაზარზე წარმატებულ ჩვენს პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებთან. გერმანელი სტუმრებისთვის გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა საქართველოში ერთერთი წარმატებული კომპანია „ბარამბო“, რომელიც უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს. მისი პროდუქციის ბაზარი უკვე კარგა ხანია გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ვიზიტის ფარგლებში მოხდა პროდუქციის წარმოების სრული პროცესის ნახვა ნედლეულიდან დაწყებული მზა შეფუთულ მდგომარეობამდე. შეხვედრა საინტერესო კითხვა/პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ მასპინძლებს შპს „ბარამბო“-ს გენერალურ დირექტორს ბატონ იაგო ჩოჩელს, კომპანიის ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელს ლუკა ჩოჩელს, მარკეტინგის სამსახურის დირექტორს ანი კუპრეიშვილს და მომხამარებლებთან კომუნიკაციის სპეციალისტს თამარ ნოზაძეს მხარდაჭერისათვის, დახმარებისა, საუკეთესო მასპინძლობისთვის და იმ საჩუქრებისთვის რომელიც ჩვენი გერმანელი სტუდენტებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობას წარმოადგენდა“ – აღნიშნა ნატო ქათამაძემ. 

ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა მცხეთის ღირშესანიშნაობები დავათვალიერეს  და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ დედაქალაქში. 

შეხვედრას უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ  სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი  ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, „ბიზნესტექნოლოგიების“ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი გუგული ყურაშვილი, „საჯარო მმართველობისა და ელქტრონული ბიზნესის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი  გენადი იაშვილი და ასოცირებული პროფესორი ბესიკ შერაზადიშვილი. 

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ გაიმართა

„ზაარლანდის ფედერალური მიწის დედაქალაქის – ზაარბრიუკენის სახელით გულითად მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის, რომელიც 36-წლიან ნაყოფიერ და შემოქმედებით პერიოდს მოიცავს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი დელეგაციის გულთბილად მიღებისთვის. თავდაპირველი საფუძველი ყველა ერთობლივი აქტივობისთვის სწორედ დაძმობილებულ ქალაქებს – თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის პარტნიორობა იყო. პარტნიორობის დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურ სტრუქტურებს, ამ შემთხვევაში ქალაქების მერიებს, უფრო მოკრძალებული როლი ეკისრებათ – ისინი მოდერაციას და მხარდაჭერას უწევენ პროცესებს. თუ მოვახდენთ იდეების კონკრეტიზებას, რომ სტუდენტებს მიეცეთ ორმაგი, ქართული და გერმანული დიპლომების მიღების შესაძლებლობა და სავარაუდოდ, სხვა აკადემიური ხარისხი ან კვალიფიკაციები, რომლებიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, მე ამას მხოლოდ მივესალმები და მივმართავ ყველა მონაწილეს – თქვენ ქმნით ძალზე განსაკუთრებულს ახალგაზრდების კეთილდღ¬ეობისთვის! გთხოვთ, დარჩეთ ასეთი აქტიურები და გისურვებთ, რომ ყოველთვის გქონდეთ საჭირო შესაძლებლობები ამ თანამშრომლობის გასაგრძელებლად. გისურვებთ დიდ წარმატებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და რაც მთავარია, საუნივერსიტეტო ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო ეფექტიან განვითარებას,“ – ასე მიმართა ქალაქ ზაარბრიუკენის (გერმანია) მერმა უვე კონრადტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“, მონაწილეებს. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის – „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. მან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობა გადაუხადა ზაარბრიუკენის მერს – უვე კონრადტს, ასევე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, რომელმაც XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ზაარბრიუკენის მერის წერილობითი მიმართვა და კეთილი სურვილები გადასცა. 

შიდა (5).png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოგესალმებით XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის –  „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ – მონაწილეებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობთ მეცნიერებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომელთაც აერთიანებთ ცოდნის, განვითარების და საზოგადოების კეთილდღეობისთვის ზრუნვის საერთო მიზანი. კონფერენციის თემატური ღერძი – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის თანამედროვე გამოწვევები – მოითხოვს ღრმა ანალიზს, ინტერდისციპლინურ ხედვასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის ინოვაციურ იდეებს და უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის. ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ კონფერენციის თემატურად დატვირთულ სექციებზე, სადაც წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის –  უცხოელ მეცნიერთა კვლევები. მადლობას ვუხდი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა ჩართულობა ამ კონფერენციაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პარტნიორობას, საერთო სამეცნიერო ინტერესებს და კულტურათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

სამეცნიერო კონფერენციას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე მიესალმა.

როგორც მან აღნიშნა, კონფერენციამ მეცხრამეტედ შეკრიბა მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რათა ფორუმზე წარმოადგინონ  სამეცნიერო საქმიანობის შედეგები ერთ-ერთ ისეთ ურთულეს დარგში, როგორიცაა საჯარო მმართველობა და განიხილონ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები. მისი განცხადებით, მისასალმებელია, რომ დღეისთვის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორთა შემადგენლობის 60%-ზე მეტი სწორედ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულია.

დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საჯარო მმართველობა საქართველოში შედარებით ახალი დარგია, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა დანერგა. მისი თქმით, სტუ-ის საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას ხშირად გადიან გერმანიაში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, რომელთანაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 36-წლიანი პარტნიორობა აკავშირებს.  

როგორც რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლიც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც იმართება საჯარო ლექციები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები, კულტურული პროგრამები, სემინარები, რომელთა მიზანი  ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში ახალი ინიციატივების სტიმულირებაა. დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში საინტერესო საჯარო ლექციებით წარსდგნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები: თამარ იაშვილი – თემით „საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაცია“; ანზორ აბრალავა – „ქართულ-გერმანული ურთიერთობების მოკლე ისტორიული რაკურსი“; რუსუდან სტრელკოვა – „გერმანული ლუდის პოპულარობა და კვლევის მეთოდები“; ნინო ქავთარაძე – „ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა“.

XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“ – მუშაობა სამ სექციად გაგრძელდა: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.

სამეცნიერო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, გამოიცემა საკონფერენციო ნაშრომების კრებული, მინიჭებული საერთაშორისო ინდექსით.

სტუ-ის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია და ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის უმაღლესი რეტინგის მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამინდელი აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. 

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდის მხრიდან პრიორიტეტულად აღიარებული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: გულჯან ჯაფაროვა – სამშენებლო ფაკულტეტიდან, უჩა მჭედლიშვილი – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან, მარიამ ბაქრაძე – სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან და შოთა იველაშვილი – აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან. ფონდის პრემია კი, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტს – ლიკა-მარიამ შუბითიძეს გადაეცა, რომელიც არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელია.  

სტიპენდიანტ და პრემიის მფლობელ სტუდენტებს ჯილდოების დამადასტურებელი სერტიფიკატები უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა, ცნობილმა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გადასცეს. დაჯილდოებას შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტები, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

შიდა (6).png

როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხივე სტიპენდიანტი საგანმანათლებლო ფონდისგან, შემოდგომის სემესტრში, ხუთი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს, ხოლო პრემიის მფლობელ სტუდენტს ფონდი ერთჯერად ჯილდოს – 1500 ლარს გადასცემს. 

უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს ახალი წარმატება სტუ-ის ვიცე-რექტორმა მიულოცა. თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო ფონდის ბენეფიციარობა დიდ სტიმულს აძლევს არა მხოლოდ ჯილდოს მფლობელ ახალგაზრდებს, არამედ მოტივაციას ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებშიც. 

„სტიპენდიების მოპოვება ძლიერი სტიმულია არა მხოლოდ ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი პედაგოგებისა და უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებისთვისაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით,  მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის. სასიხარულოა, რომ სტუდენტების შრომა ასე ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ, გარანტირებული სახელმწიფო სტიპენდიის გარდა, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც აჯილდოებს. სტიპენდია მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სწავლაზე ორიენტირებული ყველა ახალგაზრდისთვის. სწორედ მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია, თითოეულ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი შრომითა და შედეგით მიაღწიოს წარმატებას და მიღებული ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ დამსახურებულ აღიარებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ,“ – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ჯილდოს მფლობელი სტუდენტების შეფასებით, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდებს მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიას უნიშნავს. როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მხარდაჭერაა სტუდენტებისთვის, რომ მუდმივად ჰქონდეთ ახლის შემეცნების სურვილი, იგრძნონ, რომ კარგად სწავლა საზოგადოებაში დაფასებულია, რაც მათი თქმით, აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბების გზაზე. 

ჯილდოების გადაცემის შემდეგ, ფონდის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის მიზნებისა და მნიშვნელობის, ასევე, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

სტუ-ის რექტორი ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას – სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. 

რექტორმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის გერმანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ხაზგასმით აღნიშნა ტექნიკური და ტექნოლოგიური გათლებისა და მეცნიერების განვითარებაში  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლის შესახებ და გამოხატა სურვილი, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან კვლევითი და აკადემიური თანამშრომლობა. 

შიდა-12.11.2025-სტუ-რექტორი-შეხვედრა ზაარლანდის უნის დელეგაციასთან.png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან მრავალწლიან შედეგიან თანამშრომლობას, რომელიც უკვე 36 წელია გრძელდება. საგულისხმოა, რომ ზაარლანდის მხარის ცნობილი ქალაქი ზაარბრიუკენი მრავალი ათეული წელია თბილისის დაძმობილებული ქალაქია. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობა კი საერთაშორისო პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია უმაღლესი განათლების სფეროში, რაც ეფუძნება არა მხოლოდ ფორმალურ შეთანხმებებს, არამედ საერთო ხედვას – განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციის ერთიან ეკოსისტემად გარდაქმნის იდეას. ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციაში, სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციაში და იმგვარი გარემოს შექმნაში, რომელშიც სტუდენტი ახალი ცოდნის შექმნის პროცესის აქტიური მონაწილე ხდება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საუნივერსიტეტო პროცესებში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა  აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. ეს ის თაობაა, რომელიც დღეს უკვე ქმნის მეცნიერების ახალ სივრცეს და მომავალში მოიაზრება როგორც წამყვანი ძალა ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ეფექტიანად განაგრძობენ თანამშრომლობას არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ ფართო საერთაშორისო ქსელის ფარგლებში – ინოვაციური კვლევითი ცენტრების, ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, მწვანე ენერგეტიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი  პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცოდნის გაზიარება თუ სამეცნიერო დიალოგი არის უნივერსიტეტის მისიის შემადგენელი ნაწილი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პროფესიონალიზმთან ერთად, ახალგაზრდებს გავუძლიეროთ სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე, შემოქმედებითი უნარები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდად აფასებს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან მრავალწლიან ურთიერთობას.  დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც იქნება ორივე მხარის განვითარების, პროგრესისა და მეგობრობის მყარი საფუძველი,“ – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

როგორც ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა აღნიშნა, გერმანული უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები მზადყოფნას გამოხატავენ, მომდევნო წლებშიც განაგრძონ ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, სტუდენტური სტაჟირებები და ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება.

ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“, ასევე, ადგილზე გაეცნობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას. 

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (გერმანია) წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო. 

ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობით, გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, გერმანელი სტუმრები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას. 

1 (8).png

ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია – პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ხელმძღვანელობით. 

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გერმანულ-ქართულ აკადემიურ თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის 36 წელი შესრულდა – „ეს არის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებში“, – აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პარტნიორობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო თანამშრომლობას აკადემიური სივრცის გამდიდრება და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. 36 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვავითარეთ არაერთი წარმატებული პროექტი, აღვზარდეთ პროფესიონალ სპეციალიტთა და მკვლევართა თაობები, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში ამკვიდრებენ საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ჩვენი პარტნიორობის მომავალი ეტაპი მიზნად ისახავს უკვე არსებული კოლაბორაციის მეტად  გაღრმავებას – გამდიდრებას ახალი კვლევითი მიმართულებებით, ინოვაციური იდეებით და რა თქმა უნდა, საერთო მიზნებით, რომლებიც მიმართულია ცოდნის, პროგრესისა და საზოგადოების განვითარებისკენ“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ. 

3 (3).png

ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ორი საჯარო ლექციით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი თინა იაშვილი წარსდგა საჯარო ლექციით  თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაცია“, ხოლო პროფესორი ანზორ აბრალავა – თემით: „ქართულ-გერმანული ურთიერთობების მოკლე ისტორიული რაკურსი“. 

ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამასთან ერთად, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში   – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“. 

სტუ-ის სტუდენტური მუსიკალური ჯგუფი Music Art House ქასთინგს აცხადებს

სტუ-ის სტუდენტური მუსიკალური ჯგუფი – Music Art House, ახალი წევრების შერჩევას იწყებს. 

თუ მღერი ნებისმიერ ჟანრში ან უკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტზე, მაშინ გელოდებით ჩვენს გუნდში, მუსიკალური კარიერის ახალი ეტაპის დასაწყებად. 

ქასთინგი 13 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, თეატრ-სტუდია “მოდინახე”-ში ჩატარდება. 

ქასთინგზე მოსვლამდე, აუცილებელია კითხვარის შევსება.

სტუ-ის შემოქმედებითი ჯგუფები ახალი წევრების მიღებას იწყებენ

სტუ-ის შემოქმედებითი კოლექტივები ახალი წევრების შერჩევის მიზნით, 17 ნოემბერიდან ქასთინგს აცხადებენ.

ყველას, ვისაც გიყვართ სიმღერა, დაკვრა, ცეკვა და სცენა, გიწვევთ გახდეთ თქვენთვის სასურველი შემოქმედებითი გუნდის წევრი!

მსურველებს გელოდებით:

  • სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 18:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსის აუდიტორია #695, მის: მ. კოსტავას ქუჩა#68. ხელმძღვანელი ციცი ფალავანდიშვილი, ტელ: 599 51 21 35;
  • სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19:00 საათზე, სტუ-ის II კორპუსი, ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში, მის: მ.კოსტავას #67 (ტელევიზიის პირდაპირ). ხელმძღვანელები: თემურ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი, ტელ: 599 77 94 77; 599 41 11 71;
  • სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12:00- დან 17:00-საათამდე, სტუ-ის II კორპუსი, III სართული, თეატრ-სტუდია „მოდინახე“. ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე, ტელ: 599 10 04 83;
  • სტუ-ის ჯაზ-ბენდი – ოთხშაბათს და პარასკევს, 14:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, კულტურის განყოფილება. მის: მ.კოსტავას ქ.# 77 (ბენდს ესაჭიროება როგორც ვოკალისტები, ასევე ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრის მსურველი ახალგაზრდები). ხელმძღვანელი ირაკლი კალმახელიძე, ტელ: 577 42 10 17;
  • სტუ-ის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ჯგუფი „ქალდეა“ – შაბათს, 16:00 საათზე, სტუ-ის  VI კორპუსი, I სართული, #119 აუდიტორია. ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე, ტელ: 555 33 64 85;
  • სტუ-ის ვაჟთა ფოლკლორული ჯგუფი „ფესვები“ – ხუთშაბათს – 19:00 საათზე, შაბათს – 20:00 საათზე, სტუ-ის VI კორპუსი, I სართული, ოთახი#124. ხელმძღვანელი დავით უზნაძე, ტელ: 558 46 58 53.

ყველა მსურველს გელით!

სტუ-ში მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის ორგანიზებით, მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღიონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრები, ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის წევრები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერ-თანამშრომლები, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

ვიცე-რექტორმა უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს და მათ შორის მრავლად მყოფ ახალგაზრდა მკვლევრებს მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა და მიმდინარე წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან, ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან ნაყოფიერი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის მადლობა გადაუხადა. 

თამარ ლომინაძემ 2025 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ – Breakthrough Prize in Fundamental Physics – მოპოვება მიულოცა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის რვა მეცნიერ-ინჟინერს, უნივერსიტეტის CERN-LHC ჯგუფის წევრებს – ინსტიტუტის დირექტორს, CERN-LHC ჯგუფის ლიდერს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს CERN-ში ზვიად წამალაიძეს, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს – არსენ ხვედელიძეს, მეცნიერ-თანამშრომლებს – იური ბაღათურიას, ირაკლი და დავით ლომიძეებს, გიორგი ადამოვს, ალექსი მესტვირიშვილს და თენგიზ თორიაშვილს.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები იმ 24 ქართველ მეცნიერს შორის არიან, რომლებმაც წელს მორიგი დიდი საერთაშორსო აღიარება მოიპოვეს. მისი თქმით, პროფესორი ზვიად წამალაიძე კი ერთ-ერთია, რომელიც CERN-მა საქართველოდან წლის საუკეთესო მეცნიერად აღიარა.

2 (8).png

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, ქართველ მკვლევრებს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში წარმატებული ჩართულობა უქმნის ფართო შესაძლებლობებს, თავიანთი ნიჭი და ცოდნა ქართული მეცნიერების განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ.

„მეცნიერების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება იმ მიზნით, რომ შეგვახსენოს, თუ რამდენად დიდია მეცნიერების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რამდენად აქტიურად უნდა ხდებოდეს მეცნიერთა უახლესი მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, ქართველ მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ჩვენი უნივერსიტეტის მეგობრებსა და ძვირფას პარტნიორებს მსოფლიო მასშტაბით – ვუსურვებთ მათ წარმატებას მეცნიერების უაღრესად საინტერესო, ახლის შემეცნებითა და აღმოჩენებით აღსავსე გზაზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც თანამშრომლობენ ამერიკის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებთან, ჯილდოვდებიან პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოებით – ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. წარმატებას ვუსურვებთ კოლეგებს, ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტმა, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წევრმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასა (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK), ასევე, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კომპლექს J-PARC-ში, მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ლომიძემ ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის მანძილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფების მიერ CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში, იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტზე, ასევე ამერიკის უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრ FERMILAB-ში წარმოებულ DUNE ექსპერიმენტში შესრულებული სამუშაოებისა და მათ მიერ ინიცირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.  

სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბესიკ კეკელიამ ისაუბრა  ცენტრის ახალგაზრდა მკვლევრების მიერ შემუშავებული 3D მოდელირების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს რთული საინჟინრო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ობიექტების ვიზუალიზაცია სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის კომპიუტერებზე, მობილურ მოწყობილობებსა და ვირტუალური რეალობის სათვალეში. ბესიკ კეკელიას თქმით,  CERN-თან კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე ცენტრი ATLAS დეტექტორის 3D ვიზუალიზაციას მრავალპლატფორმიან ფორმატში ახორციელებს. 

აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ღონისძიების მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შესაძლებლობა მიეცათ, მოერგოთ სტუ-ის მკვლევრების მიერ შექმნილი 3D ვიზუალიზაციის სათვალე და CERN-ის ლაბირინთებში ემოგზაურათ.

აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა –  ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ქრისტინე მუსელიანმა და  ვეტერინარიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თამარ ხობელიამ წარმოადგინეს მოხსენება თემაზე:  „არაალკოჰოლური ფერმენტირებული წვენები: ტრადიციიდან თანამედროვე მეცნიერებამდე“. მათი კვლევის თანახმად, არაალკოჰოლური ფერმენტირებული წვენები აერთიანებს ჯანსაღი კვების, ბუნებრივი კონსერვაციისა და ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპებს.

შერჩეული მიკროორგანიზმების – ძირითადად რძემჟავა ბაქტერიებისა და საფუვრების – კონტროლირებადი ფერმენტაციის შედეგად, პროდუქტი იძენს გაუმჯობესებულ კვებით და სენსორულ თვისებებს, იზრდება ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და ორგანული მჟავების ბიოშეღწევადობა, რაც აუმჯობესებს სასმელის კვებით ღირებულებასა და სტაბილურობას. მკვლევრების თქმით, ასეთი პროდუქტები ხელს უწყობს ეკოლოგიურ მდგრადობასა და ნარჩენების შემცირებას.

ახალგაზრდა მეცნიერმა, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კახა მახარობლიძემ ისაუბრა თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მასალების როლზე მდგრადი და ხარისხიანი მშენებლობის განვითარებისათვის. თავის პრეზენტაციაში მან განიხილა ხელოვნური ინტელექტის, დრონების, BIM-ისა და Digital Twin-ის გამოყენება პროექტირების, მონიტორინგისა და მართვის პროცესებში, რაც ზრდის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, ასევე, აღწერა თანამედროვე მასალები, როგორიცაა თვითაღდგენადი და თვითვიბრირებადი ბეტონი, კომპოზიტური არმატურა და ფასადის პანელები, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას, ენერგოეფექტურობას და პასუხობს გარემსდაცვით გამოწვევებს.  

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა, საერთაშორისო ციფრული სააგენტო GoldenWeb-ის უფროსმა ექაუნთ მენეჯერმა ეკატერინე პაპავამ თემით – „AI ციფრულ მარკეტინგში: პრაქტიკა და ეთიკური გამოწვევები“, აუდიტორიას გაუზიარა რეალური შემთხვევის ანალიზი AI-ზე დაფუძნებული ტარგეტირების ეფექტურობის შესახებ, რომლებშიც აღინიშნა ცალკეული კომპანიების საინვესტიციო კაპიტალიდან მოგების (ROI) მნიშვნელოვანი ზრდა. მკვლევარმა განიხილა ხმის ამოცნობის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტარგეტირების ტექნიკური არქიტექტურა, მრავალმოდალური სიგნალების ინტეგრაცია – ხმოვანი მონაცემები, გეოლოკაცია, ქცევითი ნიმუშები – და Proximity-Based ტარგეტირების მექანიზმები. როგორც ეკატერინე პაპავამ აღნიშნა, ამ ტექნოლოგიების კომერციული გამოყენება აუცილებელს ხდის კვლევითი ეთიკის ზედამხედველობის მექანიზმების კვლევას, მკაცრ კონტროლსა და სტანდარტების შემუშავებას.

მკვლევარმა ნიმუშად მოიყვანა დოკუმენტირებული შემთხვევები წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების პრაქტიკიდან და წარმოადგინა 2025-2027 წლების პროგნოზები, რომლებიც მოიცავს რეალურ დროში ემოციის ამოცნობას ხმაში, სრული საუბრის კონტექსტის გაგებას და მულტიმოდალურ პროფილირებას სამიზნე აუდიტორიაზე წვდომის გაუმჯობესებისთვის, რაც აქტუალურ ეთიკურ საკითხებს აყენებს ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნიოვერსიტეტის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ინოვაციური კვლევებისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრები და უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვა.

სტუ-ში, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, მოთხოვნადი პროფესიული კურსების მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025 წლის გაზაფხულის სემესტრის პროფესიული მომზადების ოთხი სრული ინტენსიური კურსის წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემისა და აღნიშნული პროექტის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში განხორციელდა.

2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ოთხი მიმართულების სრული ინტენსიური კურსი საერთო ჯამში წარმატებით გაიარა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 85 მოქალაქემ. მათ შორის: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი – 40 მსმენელმა; ამფეთქებლის დამხმარის მოსამზადებელი პროფესიული კურსი – 15-მა; ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემები) მემონტაჟის დამხმარისა და  ჭაბურღილების ბურღვის პროფესიული კურსები კი ასევე 15-15 მსმენელმა.

პროგრამის ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძემ, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ, პროექტის მენეჯერმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა რატი გურგენიძემ და შრომის უსაფრთხოების საუნივერსიტეტო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ლუკა თვარაძემ.

ღონისძებაზე მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელებული პროექტის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს. როგორც თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ეგიდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოქალაქეთა მხრიდან აქტიური ჩართულობისა და მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, სტუ-ის ოთხივე ინტენსიურ კურსზე მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან მსურველთა ახალი ნაკადების მიღება უკვე მიმდინარეობს.

შიდა (4).png

საგანმანათლებლო მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა ისაუბრა. მან სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის კუთხით იმ სამომავლო სარგებელზე შეაჩერა ყურადღება, რომელსაც სტუ-ის მოთხოვნადი და ამავდროულად იშვიათი სპეციალობების დაუფლების შედეგად წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი, რომელიც ეტაპობრივად ფართოვდება, ქმნის შესაძლებლობას, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნადსა და იშვიათ სპეციალობებში – როგორიცაა  შრომის უსაფრთხოება, ამფეთქებელი, ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი და ჭაბურღილების ბურღვა – მსურველები მაღალპროფესიულ დონეზე მოვამზადოთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მისი  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს. ის ფაქტი, რომ სერტიფიკატები 85 წარმატებულ მსმენელს გადავეცით, დასტურია იმისა, რომ  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ეს მორიგი ეტაპიც კარგი შედეგებით დასრულდა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოებსა თუ კომპანიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გრძელდება და მასში მონაწილეობის სურვილს თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები არაერთი მოქალაქე გამოთქვამს. უნივერსიტეტის სახელით კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ მათ”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილ ქარსელაძის თქმით, თბილისის მერიის მიზანი დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობებით დასაქმების ხელშეწყობაა, ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი. ვასილ ქარსელაძემ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა სტუ-ის ადმინისტრაციას და აკადემიურ პერსონალს, პროექტის კურსდამთავრებულებს კი ღირსეულად დასაქმება უსურვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად პარტნიორობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამასთან – „ისწავლე და დასაქმდი“. პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიური პროფესიული კურსების გავლით თბილისში რეგისტრირებულ დასაქმების მსურველ მოქალაქეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში.

“სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში” – საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუ-ის სტუდენტებს

საქართველოს ბანკი საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე სტუდენტებს სთავაზობს  ჩაერთონ  სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. 

აპლიკაციების მიღება დაწყებულია და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროექტის – “სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში” შესახებ, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?