საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ახალგაზრდა მკვლევრისა და პედაგოგის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს უცხადებს კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.
 
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს მოულოდნელად გამოაკლდა ფართო დიაპაზონის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი, რომლის ძიებითა და შემეცნებით აღსავსე ცხოვრება, საუბედუროდ, ასე ხანმოკლე აღმოჩნდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მას წარმოუდგენლად ნაყოფიერი 10 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა როგორც იმედისმომცემმა მაღალკვალიფიციურმა მკვლევარმა, დიდბუნებოვანმა და ყველასათვის საყვარელმა კოლეგამ, შესანიშნავმა პედაგოგმა.

ძნელია მასზე წარსულში საუბარი, რთულია გამონახო სიტყვები, ამ დანაკარგით გამოწვეულ ელდასა და ტკივილს ოდნავ მაინც რომ შეგვიმსუბუქებს.

სამძიმარს ვუცხადებთ, კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას, მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს – მშვიდობით, მირიან!“ – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაღუპულ რკინიგზელთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ცაგარეიშვილის, მასთან ერთად, მისი კოლეგის დაღუპვის გამო და რკინიგზელთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

„დიდუბე-ავჭალის სარკინიგზო მონაკვეთზე მომხდარ უბედურ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია – გამორჩეული თავისი ადამიანობით, გულისხმიერებით, განსაკუთრებული სითბოთი, კარგი სწავლით. ლაშას არასოდეს დაივიწყებს მისი უნივერსიტეტი, პედაგოგები, თანაკურსელები – ის მუდამ დარჩება ჩვენს ფიქრებსა და ხსოვნაში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულ რკინიგზელთა ოჯახებს“, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდების შედეგები 2024/2025 სასწავლო წლისათვის

.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 95%;
max-width: 1200px;
height: 95%;
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2024/2025 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენის გამოცდების შედეგები:

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობა“

სამაგისტრო პროგრამა – „მშენებლობის მენეჯმენტი“

სამაგისტრო პროგრამა – „წყლის ინჟინერია“ (ინგლისურენოვანი)

სამაგისტრო პროგრამა – „სამთო და გეოინჟინერია“

სამაგისტრო პროგრამა – „გეოლოგია“

სამაგისტრო პროგრამა – „საინჟინრო გეოდეზია“

სამაგისტრო პროგრამა – „პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“

სამაგისტრო პროგრამა – „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“

სამაგისტრო პროგრამა – „ქიმია“

სამაგისტრო პროგრამა – „გარემოს დაცვითი ინჟინერია“

სამაგისტრო პროგრამა – „ფარმაცია“

სამაგისტრო პროგრამა – „მასალათმცოდნეობა“

სამაგისტრო პროგრამა – „ლოგისტიკა“

სამაგისტრო პროგრამა – „ ტრანსპორტი“

სამაგისტრო პროგრამა – „ მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია“

სამაგისტრო პროგრამა – „ სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია“

სამაგისტრო პროგრამა – ”არქიტექტურა“

სამაგისტრო პროგრამა – „სამართალი“

სამაგისტრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები“

სამაგისტრო პროგრამა – „ინფორმატიკა“

სამაგისტრო პროგრამა – „ მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი“

სამაგისტრო პროგრამა – ” ბიოსამედიცინო ინჟინერია“(ინგლისურენოვანი)

სამაგისტრო პროგრამა – „ კომპიუტერული სისტემები და ქსელური ტექნოლოგიები“

სამაგისტრო პროგრამა – ” ინფორმაციული ტექნოლოგიები ბირთვულ ინჟინერიაში“ (ინგლისურენოვანი)

სამაგისტრო პროგრამა – „დიზაინი„ (ინგლისურენოვანი)

სამაგისტრო პროგრამა – „ სასოფლო- სამეურნეო ჰიდრომელიორაცია“

სამაგისტრო პროგრამა – „მევენახეობა და ენოლოგია „ (ინგლისურენოვანი)

სამაგისტრო პროგრამა – „მევენახეობა და მეღვინეობა“

სამაგისტრო პროგრამა – ” სურსათის უვნებლობა“

სამაგისტრო პროგრამა – „საჯარო მმართველობა“

სამაგისტრო პროგრამა – „საჯარო მმართველობა“ (რუსულენოვანი)

სამაგისტრო პროგრამა – „საბანკო პროცესების მართვა“

სამაგისტრო პროგრამა – „ბიზნესის ადმინისტრირება“

სამაგისტრო პროგრამა – „სასტუმრო მომსახურების მართვა“

სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები უცხო ენაში გასაუბრების პირველადი შედეგები ფაკულტეტების მიხედვით

„ტექინფორმის“ სამეცნიერო საბჭო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმის“ სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად: საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი – 1 საშტატო ერთეული. 

განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 03 ოქტომბრიდან – 07 ოქტომბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ.47, ინსტიტუტი „ტექინფორმი“ , მე-6 სართული, ოთახი N18, საკონტაქტო პირი: მეგი თათარაშვილი, ტელ: 599 74 19 48, (032) 233 53 15. 

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2024 წლის 09 ოქტომბერს.

კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 09 ოქტომბერს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://techinformi.ge/ge/ 

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2024 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი)
გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://techinformi.ge/ge/

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

თუ პირს არ უკავია მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

  • მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ასევე, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება, მათგან არანაკლებ ორი წლის გამოცდილება განყოფილების, ჯგუფის, პროექტის ხელმძღვანელის რანგში.

კონკურსში მონაწილეს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში განყოფილების სამეცნიერო მიმართულების შესაბამისად. 
სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

  • სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე https://techinformi.ge/ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
  • სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 
  • სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
  • 2 ფოტოსურათი 3X4;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ინსტიტუტი ტექინფორმის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდები მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდები დაიწყო. 

საგამოცდო პროცესი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა ადგილზე შეაფასეს. 

სტუ-ის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი აქტიურად ემზადებოდა შიდა სამაგისტრო გამოცდებისთვის. დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტში აპლიკანტებს განახლებული სამეცნიერო-კვლევითი ბაზა და ლაბორატორიები ელით. 

“მომავალ სტუდენტებს წარმატებებს ვუსურვებ მათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრანტთა ახალ ნაკადს განახლებული ინფრასტრუქტურით, სამეცნიერო-კვლევითი ბაზებითა და ლაბორატორიებით ხვდება.

სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ მაღალკვალიფიციური განათლება მიიღონ და მაღალპროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

აღსანიშნავია, რომ მალე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით ამოქმედდება სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები.

ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც გამოვეხმაურეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივას და აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი პროგრამები წარვუდგინეთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და ნაყოფიერი გუნდური საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანად მოდიფიცირებისთვის მადლობას ვუხდი ვიცე-რექტორს, თამარ წერეთელს, სასწავლო პროცესების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს და თითოეულ თანამშრომელს. მათ თავიანთი გამოცდილება და ენერგია არ დაიშურეს მომავალი მაგისტრანტთათვის საგამოცდო და სასწავლო პროცესების მაღალ დონეზე უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნავს დავით გურგენიძე. 

ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 53 სამაგისტრო პროგრამაზე საკონკურსოდ, საერთო ჯამში, 1034 ვაკანტური ადგილი გამოიტანა.

პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, რეგისტრაცია კი საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულმა 1485 ბაკალავრმა გაიარა. 

როგორც ვიცე-რექტორი აცხადებს, პირველი გამოცდა უცხო ენაში დღეს ჩატარდა, შედეგები მომდევნო დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2024 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 12:00 საათამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე.

საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, 2024 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდება. 

ვიცე-რექტორის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის სასპეციალიზაციო გამოცდები მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარდება და პირველადი შედეგები 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 5 სექტემბრიდან 7 სექტემბრის 12:00 საათამდე.

სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე წლის 9 სექტემბერს განთავსდება.

სტუ-ში ადამიანის ტვინის სიგნალებიდან ემოციის დადგენაზე მუშაობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მკვლევარი ნათია ქუხილავა ადამიანის ტვინის სიგნალებიდან ემოციის დადგენაზე მუშაობს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი Forbes-ის კონკურსის – 30 Under 30 – ევროპის 2024 წლის სიის ერთ-ერთი წევრია.

იგი გამოცემამ ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის კატეგორიაში გამარჯვებულებს შორის დაასახელა. ნათია ქუხილავა გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად ადამიანის ტვინის სიგნალებიდან (EEG) ემოციის დადგენაზე ღრმა დასწავლის (deep learning) გამოყენებით მუშაობს. 

“რას გულისხმობს ადამიანის ტვინის სიგნალებიდან ემოციის ამოცნობა? ადამიანის ტვინი მუდმივად აქტიურია და გამოსცემს სიგნალებს იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს ან განიცდის ადამიანი. ელექტროენცეფალოგრამა (EEG) კი არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ამ სიგნალების წაკითხვა, რომელსაც შემდეგ მეცნიერები ამუშავებენ.

მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კვლევით ინსტიტუტში ჩაიწერეს ადამიანების ტვინის სიგნალები შემდეგი პრინციპით: ადამიანი უყურებს ვიდეოს და შემდეგ თავადვე აფასებს რა ემოცია განიცადა ამ ვიდეოს ყურების პროცესში. ექსპერიმენტების დროს ჩაიწერეს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაგან თითოეულმა რამდენიმე ვიდეოს უყურა.

შედეგად გვაქვს დატასეტი EEG სიგნალებით და თითოეული სიგნალისთვის ვიცით ამ დროს რა ემოცია განიცადა ადამიანმა. კვლევის მიზანია შევქმნათ AI მოდელი, რომელიც აქამდე არსებულ ყველა ტექნიკაზე უკეთესად შეძლებს EEG სიგნალიდან იწინასწარმეტყველოს (გამოიცნოს) თუ რა ემოციას განიცდის ადამიანი კონკრეტულ მომენტში. დღესდღეობით უკვე შევქმენით framework, სადაც ჩაშენებულია ამ სფეროში ცნობილი ყველა დატასეტი და AI მოდელი, აქვეა შესაძლებელი ნებისმიერი ახალი მოდელის ან დატასეტის დამატება.

როგორც წესი, სტატიებიდან მოდელების აწყობა და დატასეტებში გარკვევა დიდ დროს და რესურსს მოითხოვს, ამიტომ როცა კვლევის პროცესში გსურს, რომ შენი შედეგი სხვა სტატიების/მოდელების/დატასეტების შედეგებს შეადარო, მათი იმპლემენტაცია ძალიან რთულია და დიდი დრო ჭირდება. ჩვენს მიერ შექმნილი framework კი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, რომ ბევრად უფრო მარტივად ჩაატარონ ექსპერიმენტები სხვადასხვა AI მოდელებისა და დატასეტების გამოყენებით, შეადარონ შედეგები ერთმანეთს და შედეგად ააჩქარონ კვლევის პროცესი.

Framework უკვე დაინერგა გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, სადაც მაგისტრატურის სტუდენტები იყენებენ საკუთარი კვლევების წარმოებისას. გარდა ამისა, მიწვეულები ვართ ACII 2024 კონფერენციაზე გლაზგოში, სადაც დავაორგანიზეთ ვორქშოფი, რომლის მთავარი თემაც სწორედ ემოციების ამოცნობა და ეს ფრეიმვორკია“, – აცხადებს ნათია ქუხილავა. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრის ნათია ქუხილავას სტარტაპი – Helio.AI – გახდა GITA-ს გრანტის გამარჯვებული, მკვლევარი ასევე, ჩართულია ჰორიზონტი ევროპას პროექტ GAIN-ში, სადაც გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან და სტუ-ის მეცნიერებთან ერთად მუშაობს ადამიანის ტვინის სიგნალებიდან (EEG) ემოციის დადგენაზე ღრმა დასწავლის (deep learning) გამოყენებით. ამ პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები მიწვეულნი არიან ACII 2024 კონფერენციაზე, როგორც ვორქშოფის ორგანიზატორები. 

სტუ-ში ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია ბარ-ილანის (ისრაელის სახელმწიფო) უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბარ-ილანის უნივერსიტეტს (BIU) წარმოადგენდნენ: უნივერსიტეტის პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორ მოშე ლევენშტაინი; აღმასრულებელი დირექტორი ზოარ იინონი; ბარ-ილანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ოფერ დაჰანი; ამავე სკოლის აკადემიური ხელმძღვანელი, პროფესორ რივკა თუვალ მაშიაჰი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი იაელ ტოლედანო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ეითან ოკუნი. მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის კოოპერაცია იქნება. ამ პროცესში უნივერსიტეტებს თვალსაჩინო როლი აკისრიათ. 

“ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა მრავალი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოს მიწაზე და სულ უფრო და უფრო მყარდება. კარგად გვესმის, რომ ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრა სწორედ ამის დასტურია.

2-web.png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1922 წელს დაარსდა და არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, სადაც, ასევე, ისწავლება ჰუმანიტარული მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური მიმართულებით, მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე, გვაქვს კოლაბორაცია არიზონის უნივერსიტეტთან.

გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო კოლაბორაცია გვაკავშირებს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ სამეცნიერო ცენტრთან – Fermilab-თან, რომლის DUNE ექსპერიმენტში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. დიდი სურვილი გვაქვს, ბარ-ილანის უნივერსიტეტთან მრავალმხრივი კოოპერაციის შესაძლებლობები გაგვიჩნდეს, გაფართოვდეს და გაღრმავდეს როგორც აკადემიური, ასევე, სამეცნიერო კოლაბორაციები და ისეთ მრავალფეროვან, გლობალურ ჭრილში წარიმართოს, როგორც ეს ევროპის, ამერიკის თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გვაქვს”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

ბარ-ილანის უნივერსიტეტის (BIU) წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეები მზად არიან, საქართველო-ისრაელის სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტების ლაბორატორიები კვლევით ბაზად იქნას გამოყენებული.

ცნობისთვის: ბარ-ილანის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც 1955 წელს დაარსდა და მეცნიერებაში დიდი მიღწევებით ქვეყნის განვითარებაში წარუშლელი კვალი დატოვა. უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 70 სტუდენტით დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით იქ 17 000 სტუდენტი სწავლობს.

უნივერსიტეტის ათი ფაკულტეტიდან ოთხი საბუნებისმეტყველო საგნებზეა ფოკუსირებული. მათ შორისაა, ინჟინერია, მედიცინა, ზუსტი მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოფიზიკა და მათემატიკა) და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. 

სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და პირველი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება!

.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 95%;
max-width: 1200px;
height: 95%;
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე- register.gtu.ge, 2024 წლის 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით;
  • სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი;
  • გამოცდა/გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 3 სექტემბერს, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება 2024 წლის 4 სექტემბერს. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2024 წლის 3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის 12:00 საათამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2024 წლის 5 სექტემბერს;
  • სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2024 წლის 5 სექტემბერს და პირველადი შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 6 სექტემბერს, რომელიც იმავე დღესვე განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე 2024 წლის 5 სექტემბრიდან 7 სექტემბრის 12:00 საათამდე; სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოცხადდება 2024 წლის 9 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • გაწვდილი/მოსამზადებელი პრინციპების და სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსედება 2024 წლის 10 სექტემბერს.
  • სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2024 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.

საჭირო დოკუმენტები და ინსტრუქცია:

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ პირველკურსელებს ცხოვრების ახალი, შემეცნებითა და პასუხისმგებლობით აღსავსე ეტაპის დაწყებას, საუნივერსიტეტო საზოგადოებას კი სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღებას ულოცავს და მათ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას უსურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, თავის მიმართვაში რექტორი ყურადღებას ამახვილებს სტუდენტური და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრების უმთავრეს ღირებულებებსა და მიზნებზე, ასევე, იმ გარანტირებულ შესაძლებლობებზე, რაც ახალგაზრდებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, ასევე,  პროფესიონალისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების საშუალებას მისცემს და ახალ პერსპექტივებს გაუხსნის.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გვაქვს პატივი მარიამობის დღეს გულითადად მოგილოცოთ ცხოვრების სრულიად ახალი, შემეცნებით, სილაღითა და თავგადასავლებით აღსავსე, ამავდროულად, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ეტაპის დაწყება, რომელიც თქვენი სტუდენტობის წლებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებას გააერთიანებს. 

თქვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან მოვლენას ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს, რომლებიც ღირსეულად გაუმკლავდნენ რთულ გამოწვევებს, წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გაამართლეს თავიანთი ოჯახების, სკოლების, პედაგოგების მოლოდინი და სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ. სასიხარულოა, რომ მათ შორის მრავლად არიან სხვადასხვა ეთნიკურ-კონფესიური კუთვნილების ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები და ორმაგად სასიხარულოა, რომ დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში მათი უმრავლესობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ირჩევს.

ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი მინდა განსაკუთრებით მივულოცო საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც დიდი სიხარულით ელიან პირველკურსელებს თავიანთ უნივერსიტეტებში.  

ნებისმიერი ცოდნის მაძიებლის ცხოვრებაში სტუდენტობა გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ხანაა, რომელიც თქვენს სამომავლო მიზნებს გამოკვეთს, ახალ გზებს გიჩვენებთ, საინტერესო პერსპექტივებს გადაგიშლით, ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. და ვიდრე სასურველ უნივერსიტეტში სწავლას შეუდგებით, გახსოვდეთ, რომ თქვენი მომავლის საუკეთესო ინვესტიცია სწორედ განათლებაა. 

დარწმუნებული ვართ, თქვენი არჩევანი ღრმად გააზრებულია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სკოლაა, რომელმაც ახალი ასწლეულის ათვლა დაიწყო, სადაც საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებთან ერთად, წარმატებით ისწავლება ჰუმანიტარული მეცნიერებები. წელს, თქვენი სახით, პირველკურსელ ბაკალავრთა 102-ე ნაკადს, ასევე, პირველკურსელი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მიღებას ველით. ეს პროცესი, უნივერსიტეტისთვის „ახალი სისხლის გადასხმის“ ტოლფასია და როგორც წესი, სასიამოვნო მღელვარებითაა აღსავსე. სწორედ ამიტომ, საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესსა და შედეგებს მუდამ დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. 

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სადაც 16 სექტემბრიდან სწავლას დაიწყებთ, თავისი არსებობის მანძილზე მრავალ წარმატებულ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საინჟინრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ისტორიას, მოვლენას თუ ფაქტს მისცა დასაბამი და ყველა მათგანი ჩვენი ინჟინერ-ტექნოლოგების, მკვლევრების, პროფესორ-მასწავლებლების და კურსდამთავრებულთა მოღვაწეობის იმ ძირითად ეტაპებს უკავშირდება, რაც საქართველოში არაერთი დარგისა და პრიორიტეტული მიმართულების დაარსება-განვითარების და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის განვითარების საფუძველი გახდა. უნივერსიტეტი აღჭურვილია უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით, ჰყავს მაღალრეიტინგული პროფესურა, აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებთან, ფართო საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციები ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენი გუნდი მოტივირებულია, ახალგაზრდებს მოგცეთ აქტუალური ცოდნა, თანამედროვე განათლება, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ჩაგრთოთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში, ჩამოგაყალიბოთ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად და მაღალი რანგის მკვლევრებად. აქედანვე მოგიწოდებთ, სწავლასთან ერთად, მონაწილეობა მიიღოთ საუნივერსიტეტო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში, რითაც ახალგაზრდულ ცხოვრებას გაიმრავალფეროვნებთ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი ტრადიციების გამგრძელებლებიც გახდებით. სტუდენტური ცხოვრებით შეიძენთ მრავალ მეგობარს, მათ შორის პედაგოგებს, რომლებიც არჩეული გზის გაკვალვაში ყოველთვის თქვენი მხარდამჭერები იქნებიან. გახსოვდეთ, სტუდენტობის წლებშიც და მთელი ცხოვრების მანძილზეც თქვენი ალმა-მატერი მუდამ თქვენს გვერდით იქნება და თქვენი წარმატებით იამაყებს. 

თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ – კარგი სწავლით, დაუზარელი შრომით შეგიძლიათ უნივერსიტეტისგან შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა თქვენივე ღირსეული მომავლის შესაქმნელად გამოიყენოთ და ამასთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები და პროფესიონალიზმი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმაროთ, საქართველოს სახელი შორს გაიტანოთ. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ახალგაზრდებო, ჩვენო პირველკურსელებო, ჯანმრთელობას, წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ! ცოდნა ძალაა – Gaudeamus Igitur!“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
28.08.2024

რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე — 2024 წლის საშემოდგომო მიღება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს მიღებას 2024  საშემოდგომო სასწავლო წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 2024 წლის 2 სექტემბერს და გაგრძელდება 22 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, შემდეგ მისამართზე:
https://vet.emis.ge/#/registration
.

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია აუცილებელია ყველა აპლიკანტისთვის.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?