„ტექინფორმის“ სამეცნიერო საბჭო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმის“ სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად: საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი – 1 საშტატო ერთეული.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 03 ოქტომბრიდან – 07 ოქტომბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ.47, ინსტიტუტი „ტექინფორმი“ , მე-6 სართული, ოთახი N18, საკონტაქტო პირი: მეგი თათარაშვილი, ტელ: 599 74 19 48, (032) 233 53 15.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2024 წლის 09 ოქტომბერს.
კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 09 ოქტომბერს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://techinformi.ge/ge/
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2024 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი)
გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://techinformi.ge/ge/
II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
თუ პირს არ უკავია მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ასევე, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება, მათგან არანაკლებ ორი წლის გამოცდილება განყოფილების, ჯგუფის, პროექტის ხელმძღვანელის რანგში.
კონკურსში მონაწილეს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში განყოფილების სამეცნიერო მიმართულების შესაბამისად.
სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
- სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე https://techinformi.ge/ge/), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
- სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
- სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
- სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
- 2 ფოტოსურათი 3X4;
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ინსტიტუტი ტექინფორმის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;
სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მსგავსი
სტუ-ში საჯარო ლექცია – „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი”, გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა საჯარო ლექცია - „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების...
ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი (1...
ენერგეტიკის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ღია კარის დღეზე იწვევს
21 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იწვევს ღია კარის დღეზე. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეები გაეცნობიან...
სტუ-ში Horizon Europe-ისა და Erasmus+ პროექტების წერის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი) გაიმართა, რომელიც Horizon Europe-ისა და Erasmus+...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ - დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი...
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება....