International News
emPLANT+ Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე მცენარეთა სელექციაში
ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Natural Resources and Life Sciences - BOKU) (ვენა, ავსტრია) აცხადებს კონკურსს emPLANT+ Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე მცენარეთა სელექციაში.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – საკონკურსო ვადების ცვლილება
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, კონკურსში მონაწილეობის მსურველი თანამშრომლებისთვის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 24 ნოემბრამდე.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა – საკონკურსო ვადების ცვლილება
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული იმ კონკურსებისთვის, სადაც სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 14 ნოემბერი, საბუთების წარდგენის ვადამ გადაიწია მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი – ციფრული ბიზნესის ინოვაციების მესამე საზაფხულო სკოლა
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (კრემსი, ავსტრია) ორგანიზებას უკეთებს მესამე საზაფხულო სკოლას.
Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეული სტუ-ში – 23-27.10.2023
სტუ-ში Erasmus+ საერთაშორისო დღეების აღსანიშნავად, რომელიც მიმდინარე წლის 9 – 14 ოქტომბერს ევროპის მასშტაბით აღინიშნა, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლების და ტრეინინგის მიზნით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები პოლონეთიდან და თურქეთიდან, სულ 5 კოლეგა პოლონეთიდან და 1 - თურქეთიდან: ასისტ. პროფ. იოლანტა ბარანი (Jolanta Baran), სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology), გლივიცე, პოლონეთი; პროფ. პიოტრ პაპლიცკი (Piotr Paplicki) და ასოც. პროფ. პაველ პიოტრ დვორაკი (Paweł Piotr Dworak), დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology), შჩეცინი, პოლონეთი; ასისტ. პროფ. ალექსანდრ ბოიკო (Oleksandr Boiko) და ასისტენტი ალექსანდრ ჩუდი (Aleksander Chudy), ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology), ლუბლინი, პოლონეთი და პროფ. ჰაკან ატეში (Hakan Ates), გაზის უნივერსიტეტი (Gazi University), ანკარა, თურქეთი.