International News
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რენის უნივერსიტეტში – 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
რენის უნივერსიტეტი (University of Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
ჰანოვერის ლაიბნიცის სახელობის უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმბოლდტი ხვდება ლაიბნიცს“
ქართველ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ჰანოვერში (გერმანია) დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. ჰანოვერის ლაიბნიცის სახელობის უნივერსიტეტში (Leibniz University Hannover - LUH) დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია „ჰუმბოლდტი ხვდება ლაიბნიცს“ ეძღვნება ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და იმპლანტაციის საკითხებს.
საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი – უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა “Stipendium Hungaricum” 2024-2025 სასწავლო წლისათვის
საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი (Ludovika University of Public Service – LUPS) (ბუდაპეშტი, უნგრეთი) აცხადებს სააპლიკაციო განაცხადების მიღებას უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე “Stipendium Hungaricum” 2024-2025 სასწავლო წლისათვის.
ზალცბურგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ონლაინგამოცემა “Warum! (Why!) – The Magazine of FH Salzburg”
ზალცბურგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (FH Salzburg) (ზალცბურგი, ავსტრია) დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის განხილვას და სთხოვს გამოხმაურებას.
Erasmus+ – ასოც. პროფ. მუჰამედ იუნუს შიშმანის აკადემიური მობილობა სტუ-ში (სუდ, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი)
2023 წლის 6-10 დეკემბერს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლების მიზნით მობილობით სტუმრობდა პროექტის კოორდინატორი ქუთაჰიას დუმლუპინარის უნივერსიტეტის (Kutahya Dumlupınar University) (ქუთაჰია, თურქეთი) ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მუჰამედ იუნუს შიშმანი (Muhammet Yunus Şişman).
მასარიკის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი – თანამშრომელთა მობილობის კვირეული 2024
2024 წლის 22-26 აპრილს ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში (Czech Technical University (CTU) in Prague) (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა) აწყობს მობილობის კვირეულს თანამშრომელთათვის 2024 - „TRAINING & JOB SHADOWING WEEK 2024, ACADEMICS TEACHING LANGUAGE FOR SPECIFIC PURPOSES“.