სტუ-ის წარმომადგენელთა ვიზიტი ბრიუსელში
11-12-2025სტუ-ის წარმომადგენელთა ვიზიტი ბრიუსელში 9-10 დეკემბერს, ბრიუსელში სტუ-ის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ფორუმში – CARE4BIO მონაწილეობა მიიღეს.
საქართველოდან კონკურსის წესით შერჩეულ დელეგაციაში, რომელმაც ქვეყანა და უნივერსიტეტი ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე წარადგინა იყვნენ – სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსი გიორგი მიქიაშვილი და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა მურვანიძე.
ვიზიტი „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ გაცემული სამოგზაურო გრანტით, NCP_WIDERA.NET პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის პრიორიტეტული მიზნები:
- ინოვაციური იდეების პრეზენტაცია: „ჰორიზონტი ევროპას“ მე-2 სვეტის, მე-6 კლასტერის (სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები) თემატიკასთან დაკავშირებული პროექტების წარდგენა;
- სტრატეგიული პარტნიორობა: პირისპირ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან ახალი საერთაშორისო კონსორციუმების ჩამოსაყალიბებლად;
- ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში: სტუ-ის როლის გაძლიერება ევროპულ სამეცნიერო ეკოსისტემაში და ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვა.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სტუ-ის ინტერნაციონალიზაციის გზაზე, რაც ხელს უწყობს ჩვენი მეცნიერებისა და ადმინისტრაციული გუნდის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში.
Related
Georgian-Austrian Engineering and Technology Center Opened at GTU
The Georgian-Austrian Engineering and Technology Center was opened at the Faculty of Mining Geology and Sustainable Mountain Development of the...
GTU Rector Meets with Rector of Belarusian State University of Informatics and Radio Electronics
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, met with the Rector of the Belarusian State University of...
GTU Professor Delivers Important Scientific Report at Technical University of Munich
Professor Sergo Shavgulidze of the Department of Digital Telecommunications Technologies of the Faculty of Informatics and Control Systems of the...
GTU Representatives Visit Lviv for the Final Event of the Erasmus+ Project – PROMENT
From January 26 to 29, Giorgi Mikiashvili, Head of the Technology and Grant Projects Office of the Georgian Technical University,...
სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი იაპონიაში გლობალური ექსპერიმენტის ახალ მიღწევებზე იშვიათი ელექტრონების მაძიებელ მკვლევრებთან კოლაბორაციაში მუშაობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ინჟინერთა ჯგუფი ტოკაიში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, იაპონიის პროტონების ამაჩქარებლის კვლევით კომპლექსში (J-PARC - Japan Proton Accelerator Research...