სტუ-ის რექტორმა საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში გამორჩეულ თანამშრომლებს სტუ-ის ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში გამორჩეულ თანამშრომლებს საპატიო ჯილდოები გადასცა.
სტუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მოქმედი სასწავლო-კვლევითი ბაზის მეცნიერ-კოორდინატორი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, რომლის წვლილი სამთო მეცნიერებების, თანამედროვე კვლევებისა და ფაკულტეტზე ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის კვლევითი მიმართულებების გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ედიშერ კვესიტაძეს და პროფესიული საქმიანობისა და სტუდენტთა საინჟინრო განათლების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოწვეულ პროფესორს – სერგო კარიბოვს სტუ-ის საპატიო დიპლომი გადაეცათ.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია და ორივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტთა გაცვილითი პროგრამების შესახებ საკითხები.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში, რომელიც აქტიურად ავითარებს საერთაშორისო პარტნიორობასა და ინოვაციურ მიდგომებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ, ინდუსტრიულ და ლოჯისტიკურ პროგრესს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რთულად კონკურენტულ ტექნოლოგიურ გარემოში, აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინჟინერიული განათლების განვითარებას და სტუდენტების პროფესიული მომზადების გაღრმავებას. უნივერსიტეტი ეფუძნება დასავლურ აკადემიურ პრაქტიკებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გავაზიაროთ დაგროვილი გამოცდილება და ერთობლივად შევიმუშაოთ ინოვაციური მოდელები განათლებისა და კვლევების გასაძლიერებლად. ჩვენ ვთვლით, რომ მომავალი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ჩვენი ინსტიტუციების აკადემიურ განვითარებაში, არამედ რეგიონში საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. შესაბამისად, მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფების ფორმირებაში და ხელი შევუწყოთ იმ სამომავლო ინიციატივების რეალიზაციას, რომლებიც საერთო სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებს დაეფუძნება,“ – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული მასშტაბით ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს მზადყოფნა, გააქტიურდეს ალიანსი, დაგეგმილ იქნას ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები.
ინფორმაციისთვის: ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (TTPU), რომელიც იტალიის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალური ფილიალია, სპეციალიზირებულია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში მექანიკური ინჟინერიის, აერონავტიკული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერულ ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...
