სტუ-ში აგრარული და სასურსათო მიმართულებებით უნიკალური კვლევები ტარდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებულ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, პროფესორ ლია ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები რამდენიმე მნიშვნელოვან და უნიკალურ კვლევას ატარებენ.
მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიის მეცნიერული შესწავლა, ასევე სტუდენტები მუშაობენ პროპიონჟავური სასმელი იოგურტის მიღებაზე, ასევე, პომიდვრის დაავადების გამომწვევი სოკოების საწინააღმდეგო ბაქტერიებისა და სოკოების გამოყოფაზე და მათი თვისებების შესწავლაზე.
როგორც პროფესორი ლია ამირანაშვილი აცხადებს, ტენილი ყველის მეცნიერული შესწავლა საქართველოში პირველად მოხდა. ასევე, პირველად საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა დაიწყო მუშაობა პრობიომჟავური სასმელი იოგურტის მისაღებად.
„ტენილი ყველი მეცნიერულად დღემდე შესწავლილი არ იყო. ეს არის ტრადიციული არტიზანული მესხური ყველი, რომლის წარმოება ბოლო პერიოდში გააქტიურდა, თუმცა, ფაქტობრივად, მესხეთის მხოლოდ ორ სოფელში მზადდება. ჩვენ შევისწავლეთ არსებული ლიტერატურა და, შეიძლება ითქვას, რომ მწირი ეთნოგრაფიული მონაცემების გარდა, რაიმე მეცნიერული კვლევა ტენილი ყველის მიკრობიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და სენსორული მახასიათებლების შესწავლის თვალსაზრისით, ვერ მოვიძიეთ. ამდენად, თამამად შეიძლება ვთქვათ რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად მოხდა ტენილი ყველის მეცნიერული შესწავლა. ტრადიციული მეთოდით, ტენილი ყველი მზადდება ცხიმმოხდილი, არატრადიციული მეთოდით კი ცხიმიანი რძისგან დამზადებული ე.წ. „თავი-ყველისგან“. ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში მომზადებული ყველის დამწიფება ხდება ქოთანში ან შუშის ქილაში.
სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, ნინო ნადირაშვილმა კვლევის პერიოდში, მოიპოვა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია, რომლის ფარგლებში, საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში ორი თვის განმავლობაში სწავლობდა ტენილი ყველის თვისებებს. კვლევა დაიწყო ჩვენთან, თუმცა გრანტის ფარგლებში საფრანგეთში გააგრძელა. საქართველოს ტექნიკურ და ლილის უნივერსიტეტებში ჩატარდა დეგუსტაცია. თითოეული უნივერსიტეტიდან 62-62-მა სტუდენტმა, ფაკულტეტის თანამშრომელმა მეცნიერმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოში დიდი მოწონება დაიმსახურა არატრადიციული მეთოდით, ცხიმიანი რძისგან დამზადებულმა ტენილმა ყველმა, როგორც საგემოვნო თვისებებით, ასევე, სტრუქტურით და ცალკეული კომპონენტებით“ – აცხადებს ლია ამირანაშვილი.
მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, საქართველოში პირველად, სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ტერეზა პაპიანი მუშაობს პრობიომჟავური სასმელი იოგურტის მიღებაზე.
ლია ამირანაშვილი: „პრობიომჟავური იოგურტის მიღება საქართველოში არ ხდება. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ დოქტორანტი მუშაობს ახალი სასმელის მიღებაზე, რომელიც ჰგავს მაწონს, მაგრამ მასში დამატებით არის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პრობიოტიკული პროპიონმჟავა ბაქტერიები. ეს არის კვლევა, რომლის შედეგებით, კერძო სექტორი თუ დაინტერესდება, შეიძლება, მომხმარებელს ახალი ფერმენტირებული რძის პროდუქტი მიეწოდოს.
ასევე აღსანიშნავია აგრარული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტ თამუნა მოდებაძის კვლევა. ის სწავლობს პომიდვრის დაავადების ბიოკონტროლის გზებს, რისთვისაც მან დაავადებული პომიდვრის მცენარიდან და ნაყოფებიდან გამოყო ფიტოპათოგენური სოკოები და მათი ანტაგონისტი ბაქტერიები და სოკოები და სწავლობას მათ თვისებებს. ყველა კვლევას თავისი დანიშნულება აქვს და ვფიქრობ, ჩვენს ლაბორატორიაში მიღებული შედეგები საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში თავის წვლილს შეიტანს“ .
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული მიკრობიოლოგიის ლაბორატორია 2016 წლიდან მოქმედებს, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა, სადაც დარგის სპეციალისტები, მეცნიერები და სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან და მეცნიერულ კვლევებს ატარებენ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...