სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დეკანის – პროფესორ ნუგზარ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 67 წლის ასაკში გარდაიცვალა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ეროვნული პრემიის ლაურეატი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და მეტალურგთა საზოგადოებას.
„დიდია ჩვენი გულისტკივილი და სინანული – ჩვენ გვერდით აღარ არის ძვირფასი კოლეგა და მეგობარი, შესანიშნავი მეტალურგი, პედაგოგი და მეცნიერი, უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი. მთელი თავისი ცხოვრება მან მშობლიურ ალმა მატერს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიუძღვნა და ქვეყანას ღირსეული თაობები, აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები აღუზარდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები ათეულობით ნაშრომში, მონოგრაფიასა და პუბლიკაციაშია თავმოყრილი.
ვემშვიდობებით ბატონ ნუგზარ წერეთელს. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში, მუდამ მადლიერებით გავიხსენებთ ჩვენს მეგობარსა და კოლეგას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, მეგობრებს, მის აღზრდილებსა და მეტალურგთა საზოგადოებას. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, – ნათქვამია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....