ენერგეტიკის ფაკულტეტი საჯარო ლექციების ციკლს იწყებს
დეტალები:
13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი საჯარო ლექციების ციკლს – „თანამედროვე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები” იწყებს.
პროექტის მიზანია მონაწილეებისთვის თანამედროვე ენერგეტიკის სფეროში არსებული ძირითადი საკითხების, ტენდენციებისა და გამოწვევების გაცნობა. ასევე:
- ენერგეტიკის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავება
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება ენერგეტიკული საკითხების მიმართ
- გლობალური და ადგილობრივი ენერგეტიკული პრობლემების გააზრება
- პრაქტიკული მაგალითების და რეალური შემთხვევების ანალიზის გადაწყვეტილებების განხილვა
ლექციების ციკლი მოიცავს 7 საჯარო ლექციას და კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი (რისთვისაც საჭიროა სტუდენტი სულ მცირე 5 შეხვედრას დაესწროს).
საჯარო ლექციები ჩატარდება 13 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, 15:00-17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში.
კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაეცნოს ენერგეტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს.
მსურველები მონაწილეობის მისაღებად, 30 აპრილიდან 10 მაისის 18:00 საათამდე დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე.