ორდღიანი ტრენინგი: რუსთაველის ფონდის წარმატებული საგრანტო პროექტების მომზადება – პრაქტიკული ანალიზი და ტექნიკური დეტალები
დეტალები:
20-21 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსის, 410-ე აუდიტორიაში ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით პრაქტიკული ტრენინგ-სემინარი გაიმართება, რომელიც დაეთმობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების სპეციფიკას, საგრანტო განაცხადის მომზადების პროცესს, ასევე, პროექტის როგორც შინაარსობრივ, ისე ტექნიკურ მოთხოვნებს.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გააანალიზონ:
- რა ტიპის შეცდომები და ხარვეზები იწვევს ფონდში წარდგენილი საპროექტო განაცხადების დაბალ შეფასებას;
- როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიანი პროექტი;
- რა ტექნიკური დეტალებია აუცილებელი წარმატებული რეგისტრაციისათვის.
ტრენინგ-სემინარი განკუთვნილია აკადემიური პერსონალისათვის, მკვლევრებისათვის და დოქტორანტებისათვის, რომლებიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში მონაწილეობას გეგმავენ.
მონაწილეობა განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მომზადებული ან წარდგენილი საპროექტო განაცხადი, რადგან ტრენინგის პრაქტიკული ფორმატი მათ არსებული ხარვეზების გაანალიზებასა და პროექტის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
მსურველებმა ტრენინგ-სემინარზე დასასწრებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.
ტრენინგ-სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგ-სემინარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.