საჯარო ლექცია

„ქართული კრეატივი“ – საჯარო ლექცია-ტრენინგი სტუ-ში

  • 29/05/2026 - 29/05/2026
  • 14:00
  • სტუ-ის პირველი კორპუსი
დაგეგმილი

დეტალები:

29 მაისს, 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში, ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით, საჯარო ლექცია-ტრენინგი გაიმართება თემით – „ქართული კრეატივი“, რომელსაც კრეატივის სკოლის დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე ჩაატარებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდება და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ კრეატიული აზროვნების თანამედროვე მიდგომებს, იდეების გენერირების ტექნიკებსა და ქართული კრეატიულობის თავისებურებებს.

ლექცია-ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი და ინოვაციური იდეების შექმნის პრაქტიკულ პროცესს.

კოტე იანტბელიძე არის ავტორი წიგნების – „როგორ მოვიფიქროთ იდეა“ და „კრეატორის დღიური“.

ღონისძიება განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, ვისაც კრეატიული აზროვნება და თანამედროვე შემოქმედებითი მიდგომები აინტერესებს.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შერჩეულ მონაწილეებს დამატებით დავუკავშირდებით.

დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: mentoring@gtu.ge.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?